ЗСУ-37
ЗСУ-37-37 — საბჭოთა მსუბუქი თვითმავალი საზენიტო დანადგარი, რომლის დამუშავება დაიწყო 1943 წელს.
შექმნის ისტორია
საბჭოთა მსუბუქი თვითმავალი საზენიტო საარტილერიო დანადგარი იწარმოებოდა მაშინასტრაილნისა და გორსკის საავტომობილო ქარხნებში 1944 წელს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე გამოშვებული იყო 30-მდე ЗСУ-37. მანქანა შეიქმნა მსუბუქ ტანკსაწინააღმდეგო su-76-ის ბაზაზე. ომის შემდეგ su-76 შეიარაღებიდან ამოიღეს ხოლო ЗСУ-37 ისევ შეიარაღებაში რჩებოდა.
ЗСУ-37 იყო პირველი საბჭოთა მუხლუხებზე მდგარი საზენიტო დანადგარი. იგი საუკეთესო საშუალება იყო მობილური ჯგუფების გასანადგურელად, მისი მთავარი შეიარაღება 37 მმ-ის საზენიტო ტყვიამფრქვევი იყო, დამონტაჟებული მის კოშკურაზე, რომელიც 360 გრადუსით ტრიალებდა.
შეიარაღება
- 37 მმ საზენიტო ტყვიამფრქვევი
- ავტომატური მანძილმზომი
- რადიოსადგური
ტექნიკურ ტაქტიკური მონაცემები
- წონა: 11.5ტ
- სიგრძე: 5.25 მ
- სიგანე: 2.74
- ჯავშანი: 6-35
- ძრავა: 120 ცხენის ძალიანი
- მაქსიმალური სისწრაფე: 45 კმ/სთ
კომპიუტერულ თამაშებში
ЗСУ-37 გამოყენებულია თამაშში Sudden Strike 3: Arms for Victory.
რესურსები ინტერნეტში
- ЗСУ-37 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted