ააპრავასი-გჰატი
ააპრავასი-გჰატი (ჰინდ. Aapravasi Ghat) — შენობათა კომპლექსი ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ მავრიკიზე, მის დედაქალაქ პორტ-ლუიში. მავრიკი პირველი ბრიტანული კოლონია იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო. 1849 - 1923 წლებში, ნახევარი მილიონი ხელშეკრულებითი მუშა ინდოეთიდან ამ კუნძულზე გადმოსახლდა ბრიტანულ პლანტაციებში სამუშაოდ.[1] მუშათა ფართომასშტაბიანმა მიგრაციამ ბრიტანეთის ყოფლი კოლონიებში ინდური საზოგადოებების წარუხოცელი კვალი დატოვა, სადაც დღესაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს ინდოელები შეადგენენ.[2] დღეისათვის, მავრიკის მოსახლეობის 68% ინდური წარმოშობისაა. აღნიშნულმა იმიგრაციამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მავრიკის ისტორიასა და ეროვნულ იდენტობაში.
ააპრავასი-გჰატი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მავრიკის დროშა მავრიკი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2006 (30-ე სესია) |
ნომერი | 1227 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ესკიზის შექმნის შეცდომა: | მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1227 ინგლ. • რუს. • ფრ. |
XX საუკუნის შუა წლებში მიმდინარე გამალაბეული ინფრასტრუქტურული განვითარების გამო, მთლიანი ნაგებობის კომპლექსიდან მხოლოდ სამი ქვის შენობა გადარჩა. ისინი ამჟამად გამოცხადებულია მავრიკის ეროვნულ მონუმენტად და დაცულია ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის კანონმდებლობით. იმიგრაციის როლი მავრიკის სოციალურ ისტორიაში ასევე აღიარა იუნესკომ, როდესაც 2006 წელს, იმდროინდელი მონუმენტები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[3]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Aapravasi Ghat World Heritage Site
- Coolitude and the symbolism of the Aapravasi ghat
- The aapravasi ghat Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ფრანგული)
სქოლიო
- ↑ Deerpalsingh, Saloni. An Overview of Indentured Labour Immigration in Mauritius. Global People of Indian Origin (GOPIO) Souvenir Magazine, July 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 11 September 2009.
- ↑ The Caribbean. High Level Committee on Indian Diaspora. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 11 September 2009.
- ↑ Aapravasi Ghat. World Heritage Center. ციტირების თარიღი: 11 September 2009.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted