აბსოლუტი (ლათ. absolutus — „სრული“, „თავისთავადი“, „შეუზღუდველი“) — მარადიული, განუსაზღვრელი და განუპირობებელი საფუძველი ყოველივესი. ტრადიციული მეტაფიზიკური ფილოსოფიის ძირითადი ცნება. იდეალისტურ ფილოსოფიასა და რელიგიაში აბსოლუტი ღმერთთან არის გაიგივებული. დიალექტიკური მატერიალიზმის მიხედვით, აბსოლუტი შეიძლება იყოს მხოლოდ თვითმოძრავი მატერია.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=აბსოლუტი&oldid=67874“-დან