ავტოფელაცია
ავტოფელაცია — ორალური სიმულაციის აქტი, საკუთარი პენისის მასტურბაციის ერთ-ერთი ფორმა. იგი ფიზიკურად შესაძლებელია მამაკაცისათვის, რომელიც საკმარისად ელასტიურია და აქვს საკმარისი ზომის პენისი, ან ორივე ერთად, რათა შესძლოს ავტოფელაცია.[1] ავტოფელაცია პოპულარულია პორნოგრაფიაში.[2][3][4] ხელით მასტურბაციასთან ერთად, ავტოფელაცია შეინიშნება კაპის მიწის ციყვებში (Xerus inauris).[5]
ისტორია
როგორც ეგვიპტოლოგი დეივიდ ლორტონი აღნიშნავს, ეგვიპტეში, მრავალ უძველეს ტექსტში საუბარია ავტოფელაციაზე, როგორც ერთ-ერთ რელიგიურ კომპონენტზე; როგორც ღმერთების სამეფოში, ისე რელიგიური რიტუალების მიმდევრებში.[6][7] ლორტონის თანახმად, პაპირუსში 28, 20–24 არსებობს ლექსი, რომელიც ყვება როგორ შექმნა მზის ღმერთმა რამ ღმერთი შუ და ქალღმერთი ტენფუტი — რამ ავტოფელაციის შემდეგ საკუთარი სპერმა მიწაზე გადმონერწყვა.[6] უძველეს ეგვიპტურ ტექსტებში ამ აქტს ძირითადად ასრულებს ღმერთი ატუმი; ტექსტების უმრავლესობა აღწერს მხოლოდ სპერმის დაღვრას ან მასტურბაციას, მაგრამ არა ორივეს ერთად.[6]
მიშელ ფუკო ძველბერძენი არტემიდორის ნაწარმოებ Oneirocritica-ს აიდენტიფიცირებს როგორც აქტს, როდესაც „[ერთის] სასქესო ორგანო ხვდება ერთის [საკუთარ] პირში“, როგორც საკუთარ თავთან დამყარებული ურთიერთობის ერთ-ერთი სახე სამიდან. არტემიდორის აზრით, ეს „არაბუნებრივი“ აქტი მოასწავებს ერთის ბავშვის სიკვდილს, ერთის სატრფოს დაკარგვას ან უკიდურეს სიღატაკეს.[8]
ფიზიკური ასპექტები
ძალიან ცოტა მამაკაცს გააჩნია საკმარისი ელასტიურობა და იმ ზომის პენისი, რომ ავტოფელაცია შესძლოს.[1] თუმცა, ზოგიერთისთვის ეს შესაძლებელი ხდება ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ, მაგალითად გიმნასტიკის, აკრობატიკის და იოგას შედეგად. ამერიკელი ბიოლოგების — კარლ ბარტლისა და ალფრედ კინსის მონაცემებით, მამაკაცების მხოლოდ 1%-ზე ნაკლებს შეუძლია საკუთარ პენისთან წარმატებული ორალური კონტაქტი, ანუ ათასობით მამაკაცში მხოლოდ 2-3-ს შეუძლია შეასრულოს სრული ავტოფელაცია.[9] წარსულში ავტოფელაცია ბიჰევიორისტული მეცნიერების მიერ მიიჩნეოდა უფრო პრობლემად, ვიდრე სექსუალური პრაქტიკის ნაირსახეობად.[10]
მაგალითები კულტურაში
ავტოფელაცია წარმოჩენილია საკმაოდ მცირე რაოდენობის პრონოგრაფიულ ფილმებში. მისი შესრულების უნარი გააჩნია ზოგიერთ მსახიობს, მათ შორისაა რონ ჯერემი 1970-იანი წლების ფილმებში.[11][12] სხვა მსახიობთა შორის არიან სკოტ ო'ჰარა, კოლ იანგბლუდი, სტივ ჰოლმზი და რიკი მარტინესი. ინგლისელი მწერლის, ბრაიან ოლდისის 1970 წელს გამოცემულ ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში „ხელაწეული ბიჭი“, აღწერილია ბრიტანული სკოლა-ინტერნატის მოსწავლე ბიჭების ჯგუფური მასტურბაცია. ერთ ბიჭს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი პენისი აქვს, შეუძლია მინეტი თავად გაიკეთოს.[13]
რესურსები ინტერნეტში
- Interview with an Autofellator
- Auto-Fellatio: If You Want Something Done Right, Do It Yourself Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted - An editorial
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Savage, Dan. Savage Love, page 242 (Plume 1998).
- ↑ Ben R. Rogers, Joel Perry, "Going down: the instinct guide to oral sex"; Alyson Publications, 2002; ISBN 1-55583-752-2, ISBN 978-1-55583-752-5.
- ↑ Linda Williams, "Porn Studies", Duke University Press, 2004; ISBN 0-8223-3312-0, ISBN 978-0-8223-3312-8.
- ↑ Russell Kick, "Book of lists: subversive facts and hidden information in rapid-fire format"; The Disinformation Company, 2004; ISBN 0-9729529-4-2, ISBN 978-0-9729529-4-1
- ↑ doi:10.1371/journal.pone.0013060
This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand - ↑ 6.0 6.1 6.2 David Lorton. (1995)Autofellatio and Ontology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-29. ციტირების თარიღი: 2006-04-15.
- ↑ Autofellatio. SexInfo101.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-21. ციტატა: „Academic David Lorton says that many ancient texts refer to autofellatio within the religious mythology of Egypt. He also notes that autofellatio was performed during rituals as a result of the sun god Ra’s. . .“ ციტირების თარიღი: 2006-10-15.
- ↑ Foucault, Michel (1984). The History of Sexuality: The Care of the Self, vol.3, p. 24. Translation by Robert Hurley. Pantheon Books, New York.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Cavenar JO Jr, Spaulding JG, Butts NT. "Autofellatio: a power and dependency conflict.", Journal of Nervous & Mental Disease. November 1977; p. 356-360.
- ↑ Nardwuar. (1996-12-27) Nardwuar vs Ron Jeremy. Nardwuar the Human Serviette, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-11-20. ციტირების თარიღი: 2006-12-25.
- ↑ Dan Kapelovitz. (January 2001) Because They Can: The Risks and Rewards of Auto-Fellatio. Hustler Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-23. ციტირების თარიღი: 2014-05-15.
- ↑ Brian W. Aldiss, The Hand-Reared Boy; Weidenfeld & Aldiss, London.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted