ალაის ქედი
ალაის ქედი — ქედი პამირ-ალაის მთათა სისტემაში, ყირგიზეთსა და ნაწილობრივ ტაჯიკეთში. სიმაღლე 5539 მ-მდე (თანდიყოლის პიკი). დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 580 კმ-ზე. სამხრეთით შემოსაზღვრავს ფერღანის ველს. დამახასიათებელია მაღალმთიანი ალპური რელიეფი. აგებულია ქვიშა-თიხოვანი ქანებითა და კრისტალური ფიქლებით. ჩრდილოეთი კალთები დამრეცია და შეიცავს რიგ გასწვრივ ხეობას. სამხრეთი კალთები ციცაბოდ ეშვება ალაის ხეობისკენ. თხემურ ზოლში, განსაკუთრებით დასავლეთ ნაწილში ჭარბობს თოვლი და მყინვარები. გამყინვარების საერთო ფართობია 568 კმ². მთისწინეთში ნახევარუდაბნოს მცენარეულობაა; ფერდობებზე 2000-3000 მ-მდე მშრალი სტეპები და მდელო-სტეპის მცენარეულობაა, უფრო მაღლა ალპური მდელოებია.
ალაის ქედი | |
---|---|
ალაის ქედი ალაის ქედი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი![]() |
უმაღლესი წერტილი | თანდიყოლის პიკი |
სიმაღლე | 5539 მ |
სიგრძე | 580 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რესურსები ინტერნეტში
- ალაის ქედი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)