ალბანეთის ბანკი
ალბანეთის ბანკი (ალბ. Banka e Shqipёrisё) — ცენტრალური ბანკი ალბანეთში. სათავო ოფისი მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ტირანაში. ბანკს აგრეთვე ხუთი ფილიალი გააჩნია, რომლებიც განლაგებულია შკოდერში, გიროკასტრაში, ელბასანში, კორჩასა და ლუშნიაში.
ალბანეთის ბანკი Banka e Shqipërisë | |
---|---|
![]() | |
ზოგადი მონაცემები | |
ადგილმდებარეობა | ალბანეთის დროშა ტირანა, ალბანეთი |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაარსების თარიღი | 2 სექტემბერი, 1925[1] |
პრეზიდენტი (თავმჯდომარე) |
ადრიან ფულანი |
ცენტრალური ბანკი | ალბანეთში |
ფულის ერთეული | ლეკი (ALL) |
საიტი | www.bankofalbania.org |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ისტორია
1925 წლის 15 მაისს ალბანეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით იტალიურმა კონსორციუმმა ალბანეთის ეროვნული ბანკი დააფუძნა. ბანკის სათავო ოფისი დურესში მდებარეობდა, ხოლო ადმინისტრაციული კომიტეტი - რომში. 1926 წლის მარტში ბანკმა ბანკნოტების გამოშვება დაიწყო. 1944 წელს ეროვნულ ბანკს ალბანეთის სახელმწიფო ბანკი დაერქვა. 1945 წლის იანვარში ანტიფაშისტური ეროვნულ-განმათავისუფლებელი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, გაუქმდა სახელმწიფო ბანკის უცხოური კონცესია. 1945 წლის 3 იანვარს მიიღეს ალბანეთის სახელმწიფო ბანკის შესახებ კანონი და განსაზღვრა მისი როგორც ცენტრალური ბანკის სტატუსი.
1992 წლის 22 აპრილს ალბანეთის სახელმწიფო ბანკს სახელი შეეცვალა ალბანეთის ბანკით.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted