ალექსანდრე კობახიძე

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ალექსანდრე (სანდრო) კობახიძე (დ. 11 თებერვალი, 1987; თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, დნეპროპეტროვსკის „დნიპროსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.[1] 2014 წლის ივლისიდან იჯარის წესით განათხოვრებულია ლუცკის „ვოლინში“.

კარიერა

კარიერა დაიწყო თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდში. შემდეგ იცავდა ასევე დედაქალაქის კლუბ „სპარტაკის“ ღირსებას. 2005 წელს დაბრუნდა „დინამოში“, სადაც 3 სეზონი გაატარა. 2008 წლის ზამთარში გადავიდა უკრაინულ დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“.[2] უკრაინის პემიერ-ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2008 წლის 22 მარტს „ზაკარპატიესთან“ 1-1 დასრულებულ მატჩში.[3]. შემდეგ ზამთრის სატრასნფერო ფანჯრამდე „დნიპროს“ რიგებში მეტი მატჩი არ ჩაუტარებია. 2009 წლის ივლისში იჯარის წესით გადავიდა კრივოი-როგის „კრივბასში“, სადაც ნახევარი სეზონი გაატარა. 2011 წლის მარტში „დნიპრომ“ ასევე იჯარის წესით გაანათხოვრა კიევის „არსენალში“. „დნიპროში“ დაბრუნების შემდეგ 2 სეზონის განმავლობაში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. 2014 წლის ივნისიდან იჯარის წესით იმყოფება ლუცკის „ვოლინში“, იგი გუნდს ხორვატიულ შეკრებაზე შეუერთდა.[4]

სანაკრებო გოლები

# თარიღი ადგილი მეტოქე გოლი შედეგი გათამაშება
1. 11 ნოემბერი, 2011 მიხეილ მესხი, თბილისი,   საქართველო   მოლდოვა 1–0 2–0 ამხანაგური
2. 29 თებერვალი, 2012 მიხეილ მესხი, თბილისი,   საქართველო ესკიზის შექმნის შეცდომა:  ალბანეთი 1–1 2–1 ამხანაგური
3. 22 მარტი, 2013 სტად დე ფრანსი, სენ-დენი   საფრანგეთი 3–1 3–1 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 2014

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Dnipro threaten Ukraine's duopoly. FIFA (2008-02-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-04. ციტირების თარიღი: 2009-04-24.
  2. «Днепр» подписал Кобахидзе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-19. ციტირების თარიღი: 2012-11-28.
  3. Украина — Закарпатье (Ужгород) — Днепр (Днепропетровск) — Чемпионат.ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-24. ციტირების თარიღი: 2012-11-28.
  4. "დნიპროდან" წამოსული სანდრო კობახიძე შეკრებაზე ლუცკის "ვოლინს" გაჰყვა[მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 8 ივლისი, 2014.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted