ალექსანდრე წუწუნავა

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ალექსანდრე წუწუნავა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალექსანდრე წუწუნავა, ქეთევან მაღალაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, 1930 წელი
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
განათლება თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტი
პროფესია კინორეჟისორი, სცენარისტი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ჯილდოები ლენინის ორდენი სტალინის პრემია შრომის წითელი დროშის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი
საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1934)
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა (დ. 28 იანვარი, 1881, ლიხაური — გ. 25 ოქტომბერი, 1955, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, თეატრის მოღვაწე, საოპერო რეჟისურის და ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1934).

ბიოგრაფია

დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში და სწავლა განაგრძო სამასწავლებლო ინსტიტუში, რომელიც არ დაუმთავრებია. ახალგაზრდობაში დგამდა არალეგალურ სპექტაკლებს ოზურგეთში.[1] 1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში ლადო ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით. 1901-1905 წლებში თბილისის ქართულ თეატრში. 1905 წელს დაპატიმრებული იყო გურიის გლეხთა მოძრაობაში მონაწილეობის გამო და ემუქრებოდა გადასახლება.[2]1905-1910 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიის სარეჟისორო კუსებზე. რეჟისორის პროფესიას იქ კონსტანტინე სტანისლავსკისთან და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან დაეუფლა. მისი სწავლის პერიოდი დაემთხვა რუსეთის პირველი რევოლუციის წლებს. წუწუნავა აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში და გვერდიდან იარაღასაც არ იშორებდა. მოსკოვში სხვა ქართველებთან ერთად იცავდა მწერალ მაქსიმ გორკის.

საქართველოში დაბრუნდა როგორც პროფესიონალი დრამატული თეატრის რეჟისორი. მუშაობდა დაიწყო სახალხო თეატრში. მისი სადებიუტო სპექტაკლი იყო დ'ანუნციოს „იორიოს ასული“. შემდგომში მან დადგა კ. ფოცხვერაშვილის „პირიმზე“, ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“, ტ. რამიშვილის „მეზობლები“, ნ. შიუკაშვილის „მეგობრები“, ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“, ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?“. პრესაში იბეჭდებოდა დადებითი გამოხმაურებები წუწუნავას სპექტაკლებზე.

1910 წლიდან მიიწვიეს ჭიათურის სცენისმოყვარეთა წრეში. ჭიათურაში წუწუნავამ გაატარა ერთი წელი, დადგა „ქრისტინე“, „ღალატი“, „რევიზორი“. ჭიათურიდან გადავიდა თბილისში, სადაც გახდა ქართული დრამატული საზოგადოების თეატრის რეჟისორი. თეატრის შენობა დაიწვა. ამის შემდეგ წუწუნავა მუშაობდა სარატოვში, ბაქოს ქართულ თეატრში, ბათუმში და სხვა. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში.

ალექსანდრე წუწუნავა ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1918 წელს გერმანე გოგიტიძის შეთავაზებით დაიწყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ გადაღება, რომელიც შეწყვიტა, რადგან როსტოვის დრამატული თეატრის რეჟისორად მიიწვიეს.[3] 1918 წლიდან მუშაობდა თბილისის ოპერის თეატრში, ჯერ თეატრის კომისრად, შემდეგ რეჟისორად. 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრში ქართულ ენაზე დადგა რუბინშტეინის „დემონი“. იმავე წელს დადგა სამი ახალი ქართული ოპერა: დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და პირველი ქართული კომიკური ოპერა ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“. წუწუნავას საოპერო დადგმები იყო ასევე „კარმენი“ და „აიდა“ 1919 წელს წუწუნასთან შეუთანხმებლობის გამო დაიშალა ოპერის ქართული დასი. 1920 წელს ქართულ კლუბში დადგა კომედია „ციმბირელი“. 1923 წელს დადგა ზ. ფალიაშვილის „დაისი“.

1923 წელს მოსკოვში გაემგზავრა კინორეჟისურის და კინოტექნიკის სრულყოფილად დაუფლების მიზნით. 1924 წელს მიიწვიეს სახკინმრეწვში რეჟისორად. თანამშრომლობდა დიმიტრი შევარდნაძესთან, რომელიც იყო მისი სამი ფილმის — „ქრისტინე“, „ვინ არის დამნაშავე?“ და „ჯანყი გურიაში“ — მხატვარი. 1926 წელს გადაიღო ა. ცაგარელის „ხანუმა“, რომელიც უკვე დადგმული ჰქონდა სცენაზე. უკანასკნელი ფილმი გადაიღო 1928 წელს. მას ჰქონდა სურვილი რამდენიმე ფილმის დადგმისა, მათ შორის „ხიდი ენგურზე“, „დავით აღმაშენებელი“, „ქეთო და კოტე“, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს.

1934 წელს მიიღო საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება. 1947 წლიდან იყო ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი. გარდაიცვალა 1955 წლის 25 ოქტომბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება

ხსოვნა

ფილმოგრაფია

ლიტერატურა

თარგი:სდრ

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ლიდია ისმაილ მამულაიშვილის ასული (მიმქრალი) // მწერალთა ავტობიოგრაფიები, ტ. I, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: ლიტერატურის მუზეუმი, 2013. — გვ. 387, ISBN 978-99940-28-84-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
  2. სხვა და სხვა ამბები // მოგზაური : ჟურნალი, 1905, № 6, გვ. 216.
  3. გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013. — გვ. 70, ISBN 978-9941-0-5910-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
  4. Источник. ციტირების თარიღი: 2022-03-16

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted