ალექსანდრე I-ის მიწა
ალექსანდრეს კუნძული ან ალექსანდრე I-ის კუნძული ან ალექსანდრე I-ის მიწა ან ალექსანდრეს მიწა — ერთ-ერთი დიდი კუნძული ანტარქტიდაში, მისი ფართობი შეადგენს 49 070 კმ²-ს. კუნძული სრუტის მეშვეობით უკავშირდება ანტარქტიდის ნახევარკუნძულს. აქვე მდებარეობს მარგარიტას ყურე და ჯორჯ VI ყინულის რიფი.
ფაილი:Alexander-Island.jpg ალექსანდრეს კუნძული (NASA ფოტო) | |
გეოგრაფია | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
მდებარეობა | ანტარქტიდა |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფართობი | 49 070 კმ² |
სიგრძე | 390 კმ |
სიგანე | 80-240 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 2185 კმ |
უმაღლესი წერტილი | 2987 მ |
გეოგრაფია
მდებარეობს ბელინსგაუზენის ზღვის დასავლეთ სანაპიროდან 20 კმ-ში. კუნძულის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 390 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 80 კმ-ზე კუნძულის ჩრდილოეთით და 240 კმ-ზე კუნძულის სამხრეთით. სანაპირო ზოლის სიგრძეა 2185 კმ. აქ მდებარეობს სოფიის უნივერსიტეტის მთა და ჰოდგსონის ტბა. ალექსანდრე პირველის კუნძულის უმაღლესი მთაა სტეფენსონი 2987 მეტრი სიმაღლით. კონტინენტთან დაკავშირებულია შელფური მყინვარით, და ამ მიზეზის გამო ის ძნელად აღმოსაჩენია თანამგზავრულ ფოტოებზე. კლიმატი ალექსანდრე I-ის მიწაზე პოლარულია, და კუნძული პრაქტიკულად მთლიანად მდებარეობს ყინულქვეშ.
ისტორია
ეს კუნძული პირველად აღმოჩენილი იქნა 1821 წლის 28 იანვარს, რუსი მკვლევარების ფადეი ბელინსგაუზენის და მიხეილ ლაზარევის მიერ. მათ ამ კუნძულს რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად ალექსანდრე I დაარქვეს. 1940 წლამდე ითვლებოდა, რომ კუნძული მიეკუთვნება ანტარქტიდის მატერიკს, რითაც აიხსნება მის სახელში სიტყვა «მიწის», და არა «კუნძულის» გამოყენება. უკვე მოგვიანებით ამ კუნძულს სხვა სახელმწიფოები მართავდნენ. 1950-იანი წლებიდან ეს კუნძული შევიდა ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში.
ტერიტორიული პრეტენზიები
დღეისათვის კუნძულის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს გამოთქვამენ არგენტინა, ჩილე და დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების საფუძველზე პრეტენზიები 1961 წლიდან უვადოდ გაყინულია. დიდ ბრიტანეთს კუნძულზე აქვს პოლარული სადგური — ფოსილ ბლაფი.
რესურსები ინტერნეტში
- Islands of Antarctic Islands Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted