ანიმიზმი (ლათ. animaსული) — ზოგადად სულისა და სულიერების არსებობის რწმენა, ასევე უსულო საგნებისა და ბუნებრივი მოვლენებისათვის სულის არსებობის დაშვება.[1]

ედვარდ ტაილორი

ტერმინი პირველად გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა გ. შტალმა. ნაშრომში „Theoria medica“ (1708) მან ანიმიზმი დაარქვა მის სწავლებას სულის შესახებ, როგორც რაღაც უპიროვნებო ცხოვრებისეულ საწყისს, რომელიც მთელი ცოცხალი პროცესების საფუძველს წარმოადგენდა. არისტოტელეს მსგავსად შტალი სულს სხეულის მამოძრავებლად მიიჩნევდა.

1871 წელს ანთროპოლოგმა ედვარდ ტაილორმა გამოსცა წიგნი, სადაც ანთროპოლოგიაში დღეისთვის მიღებული ანიმიზმის მნიშვნელობა განმარტა: „ძირითადი დოქტრინა სულსა და ზოგადად, სხვა სულიერ არსებებზე“.

ისტორია

ანიმიზმი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არსებობდა, ქრისტიანობის გავრცელებამდე. ადამიანებმა ჯერ ღვთაებებად აღიარეს სხვადასხვა უსულო საგანი თუ მოვლენა და შემდეგ მათი სულის არსებობის ან მათში სულის არსებობის ფაქტიც დაუშვეს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში არსებობდა ანიმიზმის მრავალი მაგალითი: ქვის კულტი, ხარის კულტი და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Adler, Margot. Drawing Down the Moon: Witches, Druids, Goddess-Worshippers, and Other Pagans in America. Penguin, 2006.
  • "Animism". The Columbia Encyclopedia. 6th ed. 2001-07. Bartleby.com. Bartleby.com Inc. (10 July 2008) Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
  • Armstrong, Karen. A History of God: The 4,000-Year Quest of Judaism, Christianity and Islam. Ballantine Books, 1994.
  • Bird-David, Nurit. 1991. "Animism Revisited: Personhood, environment, and relational epistemology", Current Anthropology 40, pp. 67–91. Reprinted in Graham Harvey (ed.) 2002. Readings in Indigenous Religions (London and New York: Continuum) pp. 72–105.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. "Animism", The American Heritage Dictionary of the English Language, p. 72.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ანიმიზმი&oldid=29724“-დან