არაკანის მთები (ბირმ. ရခိုင်ရိုးမ; რაქაინი, არაკან-იომა) — ქედი დასავლეთ მიანმარში, ნაწილობრივ ინდოეთში. გადაჭიმულია სამხრეთით მოდინის კონცხიდან ჩრდილოეთით მანიპურის შტატამდე დაახლოებით 800 კმ-ზე. სიმაღლე 3053 მ-მდე (მწვერვალი ვიქტორია). არაკანის მთები ალპების ასაკის რთული აგებულების ანტიკლინორიუმია. ძირითადი ქედების ბირთვი აგებულია ტრიასული და ცარცული თიხა-ფიქლებით, ქვიშაქვებით და კვარციტებით; ფრთებზე პალეოგენური დანალექი ქანებია.

არაკანის მთები
არაკანის მთები
არაკანის მთები
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა მიანმარის დროშა მიანმარი
ინდოეთის დროშა ინდოეთი
უმაღლესი წერტილი ვიქტორია
სიმაღლე 3053 
სიგრძე 800 კმ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

არაკანის მთები უმთავრესად საშუალო სიმაღლისაა, უახლესი ტექტონიკური მოძრაობების შედეგად დანაწევრებულია და აზევებული. ჩრდილოეთით პარარელულ ქედებში მოქცეულია ღრმა ეროზიულ-ტექტონიკური ხეობები. სამხრეთისაკენ მთათა სისტემა ვიწროვდება და დაბალ (150-200 მ) ბორცვიან მწკრივად იქცევა. გამოიყოფა ნაგის ბორცვები, ჩინის მთები და პატკაის ქედი. დასავლეთი ქარპირა ფერდობები შემოსილია ტენიანი სუბტროპიკული ტყით, აღმოსავლეთ ფერდობებზე 1000 მ ზემოთ მარადმწვანე მუხა და ფიჭვია. არაკანის მთების აღმოსავლეთ კალთაზე არის ქრომიტების საბადო.

რესურსები ინტერნეტში