არქეოგრაფია
არქეოგრაფია (ძვ. ბერძნ. ἀρχαίος — ძველი და γράφω — ვწერ) — დამხმარე საისტორიო დისციპლინა, რომელიც ადგენს წერილობითი წყაროების მეცნიერული აღწერისა და გამოცემის პრინციპებსა და მეთოდებს. არქეოგრაფია მჭიდროდაა დაკავშირებული ფილოლოგიასთან, წყაროთმცოდნეობასთან, დიპლომატიკასთან, არქივმცოდნეობასთან და სხვა. არქეოგრაფია როგორც ძეგლების სტამბურ გამოცემასთან დაკავშირებული სამეცნიერო დარგი, წარმოიშვა საბეჭდი დაზგის გაჩენის შემდეგ, თეორიულად დამუშავდა და ჩამოყალიბდა საგამომცემლო ტრადიციების შექმნისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგად. როგორც ფეოდალიზმის, ისე კაპიტალიზმის ხანაში არქეოგრაფია კლასობრივ ხასიათს ატარებდა.
ლიტერატურა
- Валк С. Н., Советская археография, М.—Л., 1948
- Основные правила публикации документов государственно фонда Союза ССР. М., 1945
რესურსები ინტერნეტში
- არქეოგრაფია — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
- არქეოგრაფია — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი