აწრისხევის ციხე — ციხესიმაგრე სოფელ აწრისხევის მახლობლად (ერედვის მუნიციპალიტეტი), მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა მხარეს, მაღალი ქედის ფერდობზე. მას საკმაოდ მოზრდილი ფართობი უჭირავს.

ესკიზის შექმნის შეცდომა:
აწრისხევის ციხე

ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს: თარგი:Blockquote შანშე ქსნის ერისთავის ცოლ-შვილი აწრისხევის ციხის აღების შემდეგ დატყვევა ნადირ-შაჰმა. ტერიტორია, რომელზედაც ციხე მდებარეობს ქსნის საერისთავოში შედიოდა.[1]

ციხის გალავანი, გარდა სამხრეთი კედლისა, მიწასთან არის გასწორებული. სამხრეთი კედელი 2-3 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. მას აქვს სამი ნახევარწრიული გოდოლი და ოთხი კონტრფორსი. ციხის შიდა ტერიტორიაზე მრავალი ნაგებობის ნაშთია, რომელთა გეგმის დადგენა გათხრის გარეშე შეუძლებელია. გალავნის დასავლეთით, უკიდურეს ზედა ნაწილში, კედელზე მიშენებული სწორკუთხა შენობის ნაშთია, რომლის დასავლეთ კედელში ბუხარია შემორჩენილი.

გალავანი ნაშენია ადგილობრივი ქვის თანაბარი ზომის კვადრებით. ქვა მომწვანო-მონაცრისფროა. კედლების სისქე 1,2 მეტრია.

ლიტერატურა

  • საქართველო, ენციკლოპედია, თბ., 1997.
  • მაკალათია ს., ლიახვის ხეობა, თბ., 1971.
  • შიდა ქართლი I, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, თბ., 2002.
  • „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ.

სქოლიო

  1. „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 517

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted