ბენჯამინ გეზა აფლეკ-ბოლდტი (ინგლ. Ben Affleck; დ. 15 აგვისტო, 1972, ბერკლი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი. თავდაპირველად ყურადღება მიიპყრო შესრულებული როლებით ფილმებში: „უსაქმურები“ (1995), „ემის დევნაში“ (1997), „დოგმა“ (1999). 1997 წელს მეტ დეიმონთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, რომელმაც მოუტანა მას ოსკარის პრემია ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალური სცენარი და ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო სცენარი. მოგვიანებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ითამაშა ცნობილ ფილმებში: „არმაგედონი“ (1998), „პერლ-ჰარბორი“ (2001), „სხვის რიგში“ (2002), „შიშის საფასური“ (2002), „თავქარიანი“ (2003), „სუპერმენის სიკვდილი“ (2006), „დიდი თამაში“ (2009), „ქალაქი“ (2010).

ბენ აფლეკი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ბენ აფლეკი
დაბადების სახელი ბენჯამინ გეზა აფლეკ-ბოლდტი
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
პროდიუსერი
სცენარისტი
აქტიური 1981-დღემდე
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მეუღლე(ები) ჯენიფერ გარნერი (2005-დღემდე)
პარტნიორ(ებ)ი

გვინეთ პელტროუ (1997-2000)

ჯენიფერ ლოპესი (2001-2004)
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ოსკარი

საუკეთესო ორიგინალური სცენარი
1997 — ნიჭიერი უილ ჰანტინგი
საუკეთესო ფილმი

2012 — არგო
ოქროს გლობუსი

საუკეთესო სცენარი
1997 — ნიჭიერი უილ ჰანტინგი
საუკეთესო რეჟისორი

2012 — არგო
BAFTA

საუკეთესო ფილმი
2012 — არგო
საუკეთესო რეჟისორი

2012 — არგო
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ბენ აფლეკი კინოკრიტიკოსების მხრიდან აღიარებული რეჟისორია. ფილმ „მშვიდობით პატარავ“ გადაღების შემდეგ მოიპოვა აღიარება როგორც რეჟისორმა. იყო ფილმ „არგო“-ს რეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც მოუტანა მას ოსკარის პრემია ნომინაციაში საუკეთესო სურათი, ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორი, BAFTA ნომინაციაში საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.

კინოინდუსტრიის გარდა ბენ აფლეკი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკასა და საქველმოქმედო საქმიანობაში. 2000 წელს მეტ დეიმონთან ერთად დააარსა საწარმოო კომპანია „LivePlanet“, ხოლო 2012 წელს „Pearl Street Films“.

ბენ აფლეკს ჰყავს უმცროსი ძმა, კეისი აფლეკი, რომელიც აგრეთვე მსახიობია. 2005 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ჯენიფერ გარნერთან. წყვილს სამი შვილი ჰყავს. უფრო ადრე ურთიერთობაში იმყოფებოდა გვინეთ პელტროუსთან და ჯენიფერ ლოპესთან.

ფილმოგრაფია

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1995 უსაქმურები Mallrats შენონ ჰამილტონი
1997 ემის დევნაში Chasing Amy ჰოლდენ მაკნილი
1997 ნიჭიერი უილ ჰანტინგი Good Will Hunting ჩაკი სალივანი
1998 შეყვარებული შექსპირი Shakespeare in Love ნედ ალენი
1998 არმაგედონი Armageddon ეი ჯი ფროსტი
1998 ფანტომები Phantoms შერიფი ბრიუს ჰამონდი
1999 დოგმა Dogma ბართლბი
1999 200 სიგარეტი 200 Cigarettes ბარტენდერი
2001 პერლ-ჰარბორი Pearl Harbor კაპიტანი რეიფ მაკ-კოული
2002 შიშის საფასური The Sum of All Fears ჯეკ რაიანი
2002 სხვის რიგში Changing Lanes გევინ ბანეკი
2003 თავქარიანი Daredevil მეტ მერდოკი
2005 ელექტრა Elektra მეტ მერდოკი
2006 სუპერმენის სიკვდილი Hollywoodland ჯორჯ რივზი
2009 ის უბრალოდ შენში არ არის He's Just Not That Into You ნილი
2009 დიდი თამაში State of Play სტივენ კოლინზი
2010 ქალაქი The Town დაგ მაკრეი
2012 არგო Argo ტონი მენდესი
2014 დაკარგული გოგონა Gone Girl ნიკ დანი
2016 ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის დასაბამი Batman v Superman: Dawn of Justice ბრიუს უეინი
2021 უკანასკნელი დუელი The Last Duel გრაფი პიერი

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: