ბიურგერი
ბიურგერი (გერმ. Bürger, „ბიურგი“ ძველი ზემოგერმანული burgari-დან — „ქალაქის მცველები“) — ქალაქის მცხოვრები, მოქალაქე.
მნიშვნელობის ევოლუცია:
- ადრეულ შუა საუკუნეებში — დაცული დასახლებული პუნქტის — „ბურგის“ (გერმ. burg — ციხესიმაგრე, ქალაქი) მცხოვრებლები ან გამაგრებულ ეკლესიასთან დასახლებულები (ლათ. cives, urbani, oppidani; შუა-ზემო ლათ. burgenses).
- გვიან შუა საუკუნეებში (XII საუკუნე — XIV საუკუნე) — თავისუფალი მოქალაქეები გერმანული ქალაქებისა, რომლებსაც ჰქონდათ „ქალაქური სამართალი“ (მაგ. ლუბეკის სამართალი, მაგდებურგის სამართალი, კულმის სამართალი და სხვა) — ფეოდალური სიუზერენების (ფეოდალებისა და მეფეების) ქვეშევრდომესგან განსხვავებით.
- ახალ და უახლოეს ეპოქებში, ეროვნული სახელმწიფოების წარმოქმნის, შემდეგ კი მოქალაქეობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში — სახელმწიფოს მოქალაქე (გერმ. Staatsbürger), რომელსაც ჰქონდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები (გერმ. Bürgerrecht).
ლიტერატურა
- Энциклопедия Брокгауз. 21-е изд., 2006. — Т.5, с.129-130