ბორდერ-კოლი
ბორდერ-კოლი (ინგლ. Border Collie) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნეში.
ფაილი:Border Collie 600.jpg | |||||||||||||
წარმოშობის ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
მიუხედავად იმისა, რომ მეცხვარეები უძველესი დროიდან კოლის იყენებდნენ ინგლისსა და შოტლანდიის (Scottish Borders) სასაზღვრე მთიან რაიონებში სამუშაოდ, თავისი დასახელება ამ ჯიშმა მხოლოდ 1915 წელს მიიღო. დღესდღეობით ბორდერ-კოლი ჯერ კიდევ ყველაზე პოპულარული მუშა მეცხვარე ძაღლია დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ის ლამაზია, თუმცა ძალიან ძნელია მისი ყოლა, განსაკუთრებით ქალაქის პირობებში. ბორდერ-კოლის აქვს მკვეთრად გამოხატული მტაცებლის ინსტინქტი, მაგრამ წვრთნა მას შესანიშნავ მეცხვარედ აქცევს. მუდმივი აქტიურობის გარეშე ბორდერ-კოლი შეიძლება დესტრუქციულად მოიქცეს - "მწყემსოს" სხვა ძაღლები, ან ადამიანები, იკბინებოდეს.
ბორდერ-კოლი კარგად ეგუება სიცივეს და ბავშვებს. აქვს სქელი, მბზინავი ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი, მარმარილოსებრი (ბლუ-მერლი), სამფერიანი (შავი, ჟღალი, თეთრი), შავ-თეთრი, ყავისფერი, შავი. აქვს სწორი და ძლიერი წინა ფეხები, ძალიან დიდი თვალები, კისერს გრძელი ბალანი უფარავს, კუდი დაშვებულია.
რესურსები ინტერნეტში
- ბორდერ-კოლი (ინგლისური)