ბრიგი
ბრიგი (ინგლ. brig, იტალიური brigantino-ს შემოკლებული ფორმა) — 1. ორანძიანი საზღვაო გემი, რომელსაც ორივე ანძაზე პირდაპირი აფრები აქვს. გავრცელებული იყო XVIII-XIX საუკუნეებში. ამჟამად იშვიათად გვხვდება. 2. აფრიანი ფლოტის საბრძოლო ხომალდების კლასი XVIII-XIX საუკუნეებისა. შეიარაღებული იყო 10-24 ზარბაზნით. იყენებდნენ ძირითადად დასაზვერად, სავაჭრო გემების საბადრაგოდ და სხვა.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a4/Brig_Niagara_full_sail.jpg/300px-Brig_Niagara_full_sail.jpg)
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 521, თბ., 1977