ბულავინის სახლი (რუს. Дом Булавина) — ორსართულიანი, ისტორიული სახლი სტაროჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს სტაროჩერკასკის მთავარი მოედნის ახლოს, პრაქტიკულად პეტრე-პავლეს ეკლესიის პირდაპირ.

ბულავინის სახლი
რუს. Дом Булавина
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა სტაროჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი

აღწერა

ისტორიული ტრადიციის მიხედვით ითვლება, რომ მასში ცხოვრობდა და აქვე გარდაიცვალა 1707–1709 წლების გლეხთა ომის ლიდერი კონდრატე ათანასეს ძე ბულავინი. სახლი არ ყოფილა მისი პირადი საკუთრება. მან სახლი დაიკავა მას შემდეგ, რაც აიღო ჩერკასკი და თავი გამოაცხადა ატამანად.

სახლი არის XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ქვის საცხოვრებელი არქიტექტურული ძეგლი. შენობას კვადრატული ფორმა აქვს. კედლები დაახლოებით ერთი მეტრის სისქისაა, კარი რკინისგანაა დამზადებული, ფანჯრებზე გისოსებია — ყველაფერი ეს მიანიშნებს, რომ იგი იყო სახლი-ციხესიმაგრე[1].

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შენობა თანდათან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დამახინჯდა მისი თავდაპირველი სახე.

1970-იან წლებში ბულავინის სახლი სტაროჩერკასკის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ნაწილი გახდა. დაიწყო სარესტავრაციო და აღდგენითი სამუშაოები. მაგრამ სახლს დაუბრუნეს არა თავდაპირველი, არამედ XIX საუკუნის შუა წლების სახე. ბულავინის დროს XVII–XVIII საუკუნეების მიჯნაზე არ ჰქონდა გარე კიბე (მეორე სართულს უკავშირდებოდნენ შიდა კიბით), ვერანდა მეორე სართულზე, რკინის კარი. აღნიშნული სახით სახლი მტრების თავდასხმის დროს იყო ციხესიმაგრის ფუნქციების მატარებელი.

ამჟამად შენობაში განთავსებულია სამუზეუმო ექსპოზიცია[2].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Дом Кондратия Булавина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-29. ციტირების თარიღი: 2024-09-01.
  2. Дом Булавина

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted