ბურჯი (არქიტექტურა)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ბურჯი — ქვითკირის მაღალი, მრგვალი ნაგებობა, რომელიც სიმტკიცისათვის ციხესიმაგრის გალავანში ადგილ-ადგილ არის დატანებული. აგრეთვე ხიდისა და წყალსაშვები ჰიდროტექნიკური ნაგებობის (კაშხალის, წყალსაგდების, წყალსაღებისა და სხვა) საყრდენი. ბურჯს გადაეცემა ხიდის მალის ნაშენის დატვირთვა (განაპირა ბურჯს კი - მიწაყრილის დაწოლაც), ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში - წყლის წნევა (საკეტების მეშვეობით), საკეტების ამწევ მექანიზმთა დატვირთვა და სხვა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 587.
en:Abutment es:Estribo (ingeniería) fr:Culée (pont) pl:Przyczółek