გავარნის ჩანჩქერი
გავარნის ჩანჩქერი (ფრანგ. Cascade de Gavarnie) — მაღალი და მრავალსაფეხურებიანი ჩანჩქერი საფრანგეთში, ცენტრალურ პირენეებში. სიმაღლე 422 მ. მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი წყალვარდნილი. ეშვება გავარნის ცირკის შვეული კედლიდან, რომელიც მდინარე გავ-დე-პოს ერთვის. უკანასკნელი იკვებება მდნარი თოვლისა და ესპანეთში მდებარე ერთ-ერთი პატარა მყინვარის წყლებით. საშუალო წლიური ჩამონადენი უდრის 3 მ³/წმ-ს. ზაფხულში თოვლის ინტენსიური დნობის შემთხვევაში რაოდენობა მატულობს 200 მ³/წმ-მდე.[1] ზამთარში ზოგჯერ იყინება და ნაკადიც შეფერხებას განიცდის.
ფაილი:Gavarnie Falls.JPG გავარნის ჩანჩქერი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
---|---|
მდებარეობა | ესკიზის შექმნის შეცდომა: საფრანგეთი |
სიმაღლე | 422 მ მ |
მდინარე | გავ-დე-პო |
ჩანჩქერს აქვს 2-3 მკვეთრად გამოყოფილი საფეხური. ყველაზე მაღალი საფეხურის სიმაღლეა 281 მ.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გავარნის ჩანჩქერი“ ვიკისაწყობში.
- გავარნის შესახებ (ინგლისური)
- გავარნის შესახებ (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ Grande Cascade de Gavarnie (Gavarnie Falls). Wondermondo.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted