გელიბოლუს ნახევარკუნძული
გელიბოლუს ნახევარკუნძული (თურქ. Gelibolu) — ნახევარკუნძული თურქეთის ევროპულ ნაწილში, დარდანელის სრუტესა და საროსის ყურეს (ეგეოსის ზღვა) შორის. სიგრძე 90 კილომეტრი, სიგანე 20 კილომეტრი. აგებულია პალეოგენური ქვიშაქვებითა და თიხებით. რელიეფი ვაკეა, აქა-იქ 420 მეტრამდე სიმაღლის ბორცვიანი ვაკეებია. მცენარეულობა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. ნახევარკუნძულზეა საზღვაო ნავსადგური გელიბოლუ.
{{{სახელი}}} | |
---|---|
კოორდინატები: თარგი:Nobr |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 38.