გზა შინისაკენ (გერმ. Der Weg zurück) — ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც აღწერს პირველი მსოფლიო ომის უკანასსკნელ დღეებს და ომის დასრულების შემდეგ გერმანიაში დაბრუნებული ჯარისკაცების ახალ ცხოვრებასთან შეგუების სირთულეებს. რომანი 1931 წელს გამოვიდა.

ფაილი:Dwztitel.gif
Der Weg zurück გერმანული გამოცემის გარეკანი

ლოგიკურადაც და ქრონოლოგიურადაც ეს რომანი წარმოადგენს რომანის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ გაგრძელებას. როგორც პირველი რომანი, ესეც ავტობიოგრაფიულია.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანის მოქმედება იწყება 1918 წლის შემოდგომაზე, როდესაც ომი უკვე მთავრდებოდა. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ჯარისკაცები ბრუნდებიან სამშობლოში. გზად მათ ამერიკელები ეწევიან და ყოფილ მტრებს შორის იმართება ვაჭრობა.

რესურსები ინტერნეტში