გიგანტოპითეკი
გიგანტოპითეკი (ბერძ. gigas, ნათესაობითი ბრუნვა gigantos — გოლიათი და pithekos — მაიმუნი) — ნამარხ ადამიანის მსგავს მაიმუნთა გვარი. ცხოვრობდნენ შუა ანთროპოგენში აზიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში. ნაპოვნია გიგანტოპითეკის 4 ქვედა ყბა და 1000-ზე მეტი კბილი. მისი საძირე კბილები 6-ჯერ დიდია ადამიანისაზე. კბილების სისტემის ზოგი ნიშნით (შედარებით პატარა ეშვები და სხვა) გიგანტოპითეკი ადამიანთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ადამიანის მსგავს მაიმუნებთან. ეს გარემოება საფუძვლად დაედო ადამიანის წარმოშობის მცდარ გიგანტოიდურ თეორიას.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/14/Gigantopithecus_blacki_mandible_010112.jpg/300px-Gigantopithecus_blacki_mandible_010112.jpg)
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 152.