გიორგი ბარნაბიშვილი

გიორგი კირილეს ძე ბარნაბიშვილი (დ. 12 იანვარი, 1917, ქ. ოდესა ― გ. 23 მარტი, 1982, თბილისი) — ქართველი ვიოლინჩელისტი და პედაგოგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი (1968). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952).

ბიოგრაფია

1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ჩელოს კლასი 1953 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, 1941 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, ჩელოსა და კონტრაბასის კათედრის გამგე (1965). 1944–1973 წლებში უკრავდა საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში, რომელმაც 1952 წელს მონაწილეობა მიიღო სიმებიან კვარტეტთა საერთაშორისო კონკურსში ქ. პრაღაში და ლაურეატის წოდება დაიმსახურა. მისი მოწაფეები იყვნენ ე. ისაკაძე, თ. გომელაური, ე. სანაძე, რ. მაჩაბელი და სხვები.

ჯილდოები და აღიარება

ლიტერატურა

რესურსები ინტერენტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted