გიულერ საბანჯი
გიულერ საბანჯი (თურქ. Güler Sabancı; დ. 14 აგვისტო 1955, ადანა, თურქეთი) — საბანჯის ოჯახის მესამე თაობის ქალი წევრი და ამჟამად ოჯახის მიერ კონტროლირებადი Sabancı Holding-ის თავმჯდომარე,[1] რომელიც მეორე უმსხვილესი სამრეწველო და ფინანსური კონგლომერატია თურქეთში.[2] 2014 წლის მონაცემებით, ჟურნალ Forbes-მა გიულერი შეიყვანა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ქალებს შორის, სადაც იგი დაიკავა მე-60 ადგილი.[3]
გიულერ საბანჯი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
მშობლიური სახელი | Güler Sabancı |
დაბადების სახელი | გიულერ საბანჯი |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | თურქი |
განათლება | ბიზნეს ადმინისტრირება |
ალმა-მატერი | ბოსფორის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | გენერალური დირექტორი |
ორგანიზაცია | Sabancı Holding |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბიოგრაფია
გიულერ საბანჯი დაიბადა 1955 წლის 14 აგვისტოს ქალაქ ადანაში, იჰსან საბანჯის და იუქსელ საბანჯის ოჯახში. TED Ankara College-ში საშუალო სკოლის ანკარაში დასრულების შემდეგ, გააგრძელა სწავლა ბიზნეს ადმინისტრირებაზე სტამბოლის ბოსფორის უნივერსიტეტში. 1978 წელს აგრეთვე დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამა.[4] თავისი პროფესიული კარიერა გიულერი წამოიწყი LasSA-ში, რომელიც ოჯახის საკუთრებაში არსებული საბურავის წარმოების კომპანიაა ქოჯაელის პროვინციაში. ამის შემდეგ დაინიშნა KordSA-ს გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც 14 წლის მანძილზე იკავებდა. მოგვიანებით, გიულერი საბანჯი Sabancı Holding-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, საბურავების და გასამაგრი მასალების ჯგუფის ხელმძხვანელი, აგრეთვე პასუხისმგებელი გახდა შრომით რესურსებზე.
საბანჯი ჰოლდინგი
გიულერ საბანჯი თავმჯდომარე და გენერალური დირექტორის Sabancı Holding-ის,[5] რომელიც ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე ავტორიტეტული ბიზნეს ჯგუფია თურქეთში. გიულერი თავისი კარიერა დაიწყო ჰოლდინგის საბურავების მწარმოებელ კომპანიაში და მუშაობდა ჰოლდინგის სხვადასხვა კომპანიებში. გიულერ საბანჯი ასევე არის დამფუძნებელი პრეზიდენტი საბანჯის უნივერსიტეტის[6] და აგრეთვე საბანჯის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა, რომელიც ლიდერი კერძო ფონდია თურქეთში. იგი არის პირველი და დღეისთვის ერთადერთი ქალი ევროპელი მრეწველების მრგვალი მაგიდის (ERT) წევრი.[7] 2013 წლის ოქტომბერში, იგი დასახელდა Fortune-ს მიერ მეორე ქალად ბიზნესში 50 ყველაზე ძლიერ ქალთა შორის (აშშ-ს ფარგლებს გარეთ).[8] ქველმოქმედებისთვის და მენეჯმენტისთვის მას მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის: David Rockefeller Bridging Leadership Award,[9] Clinton Global Citizen Award,[10] Raymond Georis Innovative Philanthropist Award[11] და მენეჯმენტის ევროპული სკოლის პასუხისმგებელი ლიდერის ჯილდო.[12]
2012 წელს, საბანჯი დაინიშნა გაეროს გლობალური შეთანხმების საბჭოს წევრად, რომელიც გაეროს უმაღლესი დონის სათათბირო ორგანოა ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, შრომის და დამსაქმებელთა ორგანიზაციების მონაწილეობით.[13]
2014 წლის მონაცემებით, იგი მოხსენიებულია, როგორც მე-60 ყველაზე ძლიერი ქალი მსოფლიოში, Forbes-ს ვერსიით.[3]
ორდენები
- 2007 – ბელგია : ლეოპოლდ II-ის ორდენი
- 2009 – ესპანეთი : სამოქალაქო ღვაწლის ორდენი
- 2010 – ავსტრიის დროშა ავსტრია : ღირსების ორდენი ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე სამსახურისთვის
- 2010 – საფრანგეთის დროშა საფრანგეთი : ლეგიონის ღირსების ეროვნული ორდენი
ჯილდოები
- 2006 – ესკიზის შექმნის შეცდომა: აშშ : დრექსელის უნივერსიტეტის საპატიო წოდება
- 2007 – ესკიზის შექმნის შეცდომა: აშშ : კორპორატიული პარტნიორის ჯილდო ამერიკულ-თურქული საზოგადოებისგან
- 2009 – ევროპის დროშა ევროკავშირი : რაიმონდ გეორის პრიზი ინოვაციური ფილანტროპიისთვის ევროპის კავშირის საბჭოსგან
- 2011 – ესკიზის შექმნის შეცდომა: გერმანია : შუმპეტერის პრიზი ცნობილი ავსტრიელი ეკონომისტი ჯოზეფ შუმპეტერის ხსოვნისადმი
- 2011 – ესკიზის შექმნის შეცდომა: გერმანია : მენეჯმენტის და ტეკნოლოგიების ევროპული სკოლის პასუხისმგებელი ლიდერობის ჯილდო
- 2011 – ესკიზის შექმნის შეცდომა: აშშ : კლინტონის საერთაშორისო მოქალაქის ჯილდო კლინტონის ფონდისგან
სქოლიო
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 3.0 3.1 The World's 100 Most Powerful Women. Forbes. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Chairman and managing director of Sabancı Holding
- ↑ Sakıp Sabancı Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-06. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
- ↑ European Round Table of Industrialists
- ↑ Fortune’s 50 Most Powerful Women in Business (outside USA).
- ↑ David Rockefeller Bridging Leadership Award
- ↑ Clinton Global Citizen Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-06. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
- ↑ Raymond Georis Innovative Philanthropist Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-06. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
- ↑ European School of Management Responsible Leadership Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
- ↑ Secretary-General Appoints New Global Compact Board Members, Strengthens Focus on Business Engagement. United Nations Global Compact (April 19, 2012). ციტირების თარიღი: April 20, 2012.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted