გორნერი (გერმ. Gornergletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი შვეიცარიაში. სიდიდით მეორეა ალპებში. სიგრძე 14,1 კმ, სიგანე 1,5 კმ-მდე, ფართობი — 68,9 კმ². ფირნის ხაზი გადის 3240 მ-ზე. ალპებში მდებარე მყინვარებს შორის გორნერი სიდიდით მეორე ადგილზეა. ეშვება მონტე-როზას მასივის ჩრდილოეთ კალთიდან მატერფისპის ხეობაში (რონის აუზი). აქვს მრავალრიცხოვანი შენაკადები. კურორტ ცერმატთან ახლოს მყინვარი უერთდება მატერტალს. მყინვარიდან გამოედინება ამავე სახელწოდების მდინარე. ულამაზესი ლანდშაფტებისა და ჰავის გამო აქ ფართოდ არის განვითარებული ტურიზმი.

გორნერი
გერმ. Gornergletscher
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ქედი ალპები
ფართობი 68,9 კმ²
სიგრძე 14,1 კმ
ტიპი ხეობური
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=გორნერი&oldid=97574“-დან