გოტარდის მასივი (გერმ. Gotthardmassiv) — მთის მასივი შვეიცარიაში. მდებარეობს გრაუბიუნდენის, ტიჩინოს, ვალესა და ურის კანტონების ტერიტორიაზე. უმაღლესი მწვერვალია დამასტოკი (3630 მ). სახელი ეწოდა ალპების მაღალმთიანი უღელტეხილის სენ-გოტარდის სახელის მიხედვით. SOIUSA-ს კლასიფიკაციით, გოტარდის მასივი აერთიანებს მონტელეონე-სენტ-გოტარდის ალპებს. ჩრდილოეთით ვრცელდება ზუსტენის უღელტეხილი (2224 მ), დასავლეთით გრიმზელის უღელტეხილია (2164 მ). უმეტესწილად აგებულია გნაისებით. გოტარდის მასივზე გეოლოგიურ გამოკვლევებს ატარებდა გერმანელი გეოლოგი და პალეონტოლოგი კარლ ფონ ფრიტჩი.

გოტარდის მასივი
ესკიზის შექმნის შეცდომა:
გოტარდის მასივი
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
უმაღლესი წერტილი დამასტოკი
სიმაღლე 3630 
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Sergio Marazzi, Atlante Orografico delle Alpi. SOIUSA, Pavone Canavese, Priuli & Verlucca, 2005. ISBN 978-88-8068-273-8