გრიგოლ აბაშიძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფაილი:Commons-logo.svg [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე [დ. 19 ივლისი (1 აგვისტო), 1914, ზედა რგანი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივლისი, 1994, თბილისი] — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა — „სამხრეთის საზღვარზე“ (1949), „ლენინი სამგორში“ (1950, ორივე ციკლისთვის — სახელმწიფო პრემია, 1951), „თუნდ დავიარო მთელი სამყარო“ (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.
აბაშიძის ლირიკული ლექსების თემაა ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის წლებში („მტრები“, 1941; „გაზაფხული“, 1945; „მას დიდება“, 1944; „ძლევამოსილი“, 1945). აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით („გიორგი VI“, 1942; „ძლევის ქედი“, 1943; „ზარზმის ზმანება“, 1946; „ციხის ლეგენდა“). საქართველოს წარსულს ეხება აბაშიძის ისტორიული რომანები „ლაშარელა“ (1957), „დიდი ღამე“ (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII–XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები „ქვევრი“ (1961 — სათაურით „შემოღამება ქვევრში“), „ცხოვრება წინ არი“ (1964) და რომანი „ყორნალი“ (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა „მოგზაურობა სამ დროში“ (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. თარგმნა ა. მიცკევიჩის, ი. ნერუდას, პეტეფის, მ. ემინესკუს, ხ. ბოტევის, ი. ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.
იყო ჟურნალ „ნიანგის“, „დროშისა“ და „მნათობის“ რედაქტორი. 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წლიდან — თავმჯდომარე. 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი. 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
პოლიტიკური მოღვაწეობა
სკკპ წევრი 1944 წლიდან. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს VIII–IX მოწვევის დეპუტატი. საქართველოს სსრ უმაღლესის საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი.
შემოქმედება
- არყოფნისაკენ : ლექსები (ავტორი). — თბილისი, „ეროვნული მწერლობის“ გამ-ბა და სტ., 2009. — 64გვ.. — ISBN 978-99928-0-159-8
- „სამძიმარი“ : რომანი (ავტორი). — თბილისი, მერანი, 1986. — 243გვ.
- რჩეული ლექსები (მთარგმნელი). — თბილისი, მერანი, 1983. — 82გვ.
- „ყორნალი'“ : რომანი (ავტორი). — თბილისი, მერანი, 1977. — 435გვ.
- „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“ : რომანი (ავტორი). — თბილისი, ნაკადული, 1975. — 445გვ.
- „დიდი ღამე“ : რომანი (ავტორი). — თბილისი, საბჭ. საქართველო, 1968. — 455გვ.
- „ლაშარელა“ : მეცამეტე საუკუნის ქრონიკა (ავტორი). — თბილისი, სახელგამი, 1957. — 329გვ.
ჯილდოები
მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება (1974), 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენები.
ლიტერატურა
- აფხაიძე შ., კრიტიკული წერილები, თბ., 1959;
- ნატროშვილი გ., ორი საუკუნის მიჯნაზე, თბ., 1963;
- რადიანი შ., ლიტერატურული პორტრეტები, თბ., 1953;
- ნატროშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 19.
- ნატროშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 20.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "Authority control".