გუანაბარის უბე (პორტ. Baía da Guanabara) — ოკეანის უბე სამხრეთ–აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში. მის დასავლეთ ნაპირზე გადაჭიმულია ქალაქი რიო-დე-ჟანეირო, აღმოსავლეთ ნაპირზე კი ქალაქი ნიტეროი და სან-გონსალუ. უბეს ასევე გარს ერტყმის ოთხი სხვა მუნიციპალიტეტი. გუანაბარა მეორე უდიდესი უბეა ბრაზილიაში ტოდუზ-უს-სანტუსის უბის შემდეგ; მისი ფართობი 412 კმ²–ს შეადგენს, პერიმეტრი კი 143 კმ–ს.

რიო-დე-ჟანეიროს ლანდშაფტი მთასა და ზღვას შორის*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ფაილი:Rio deJaneiro LE2002059 lrg.jpg
გუანაბარის უბის თანამგზავრული ფოტო
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები vi
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2012  (36-ე სესია)
ნომერი 1100
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1100
ინგლ.რუს.ფრ.

უბის სიგრძე 31 კმ–ია, სიგანე კი ყველაზე ფართო ადგილას 28 კმ–ია. მისი 1,5 კმ სიგანის პირის აღმოსავლეთ კიდეზე მდებარეობს პიკო–დე–პაპაჯაიო (თუთიყუშის მწვერვალი), დასავლეთით კი შაქრისთავა მთა.

სახელი გუანაბარა ტუპის ენიდან მომდინარეობს (goanã-pará) და ზღვის უბეს ნიშნავს.

ისტორია

გუანაბარის უბეში ევოპელები პირველად 1502 წლის 1 იანვარს შევიდნენ, როდესაც მის ნაპირებს პორტუგალიელი მკვლევრები — გაშპარ დე ლემუში და გონსალო კოელიო მიადგნენ.[1] ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, მკვლევართა ჯგუფმა უბეს თავდაპირველად რია–დე–ჟანეირო (იანვრის ხმა) უწოდეს.[2] თუმცა, სულ მალე რია „რიომ“ (მდინარე) შეცვალა. შემდეგში, აქ გაშენებულ ქალაქს უბის სახელი — რიო–დე–ჟანეირო ეწოდა. ამ დროისათვის, მის ნაპირებთან ადგილობრივი ტუპისა და ტუპინიკიმის ხალხების ტომები სახლობდნენ.

პორტუგალიელთა თავდაპირველი მოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვანი ევროპული დასახლებები აქ არ გაშენებულა, სანამ რეგიონში 1555 წელს ფრანგი კოლონისტები და ჯარისკაცები არ მოვიდნენ ადმირალ ნიკოლა დურან დე ვილენონის ხელმძღვანელობით, რომელთაც საფრანგეთის ანტარქტიკის დაარსება ჰქონდათ განზრახული. მათ რამდენიმე კუნძული დაიკავეს. 1563 წელს ისინი პორტუგალიელთა სამხედრო ექსპედიციამ განდევნა და კოლონიურმა მთავრობამ გუანაბარის უბეში რამდენიმე თავდაცვითი ნაგებობა ააშენა და იგი თითქმის ხელშეუვალი გახადა ზღვიდან შემოტევისათვის.

ფაილი:Guanabara Bay pan.jpg
რიო-დე-ჟანეიროს ხედი გუანაბარის უბიდან

ლიტერატურა

  • Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სქოლიო

  1. (პორტუგალიური) Jorge Couto, 1995, A Construção do Brasil, Lisbon: Cosmos.
  2. (პორტუგალიური) Vasco Mariz, 2006, "Os Fundadores do Rio de Janeiro: Vespucci, Villegagnon ou Estácio de Sá?", in Brasil-França. Relações históricas no período colonial, Rio de Janeiro: Biblioteca do Exército, p. 80.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted