გუგარები
გუგარები, გოგარები — ქართველი ტომი. მისი უძველესი პირველსაცხოვრისი უნდა ყოფილიყო მდინარე დებედის ზემო დინების ხეობა, რომელსაც ძველ ქართულ და სომხურ წყაროებში კანგარი ეწოდებოდა (ამჟამად სომხეთში). აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტოპონიმი „გოგარანი“ (დღეს სოფელი გუგარქი). თვით სომხური წყაროები გუგარებს არასომხურ ტომად მიიჩნევენ (მოვსეს ხორენაცი, ფავსტოს ბუზანდი), ზოგი მათგანი კი ქართველ ტომად (ჰოვანეს დრასხანაკერტცი). გუგართა პიტიახშს არშუშას V საუკუნის ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი და ალბანეთის ისტორიკოსი მოვსეს კალანკატვაცი ხშირად ქართლის ან ქართველთა პიტიახშს უწოდებს.
ლიტერატურა
- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 289.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012. — გვ. მუსხელიშვილი დ..