გუნბიერნი
გუნბიერნი (დან. Gunnbjørns Fjeld) — კუნძულ გრენლანდიის უმაღლესი მთა და საერთოდ არქტიკის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 3694 მ. მიეკუთვნება უოტკინზის ქედის მთათა სისტემას. მდებარეობს იმ მთათა სარტყელში, სადაც მწვერვალების სიმაღლე 2000-ს აღემატება. გუნბიერნი განლაგებულია გრენლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დანიის სრუტიდან 100 კმ-ში. აგებულია ბაზალტებით, რომლებიც გაშიშვლებულია მყინვარული საფრის ზედაპირზე. პირველი ასვლა განხორციელდა 1935 წლის 16 აგვისტოს. მწვერვალს სახელი ეწოდა გრენლანდიის აღმომჩენის — ულფსონ გუნბიერნის სახელის მიხედვით.
გუნბიერნი | |
---|---|
ფაილი:Watkinsmountains.jpg | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ესკიზის შექმნის შეცდომა: გრენლანდია |
სიმაღლე | 3694 მ |
ქედი | უოტკინზის ქედი |
პირველი ასვლა | 16 აგვისტო, 1935 |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 308.