Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted დავიდ ოსპინა რამირესი (ესპ. David Ospina Ramírez; დ. 31 აგვისტო, 1988) — კოლუმბიელი ფეხბურთელი, კოლუმბიური „ატლეტიკო ნასიონალის“ და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების მეკარე.

კარიერა

17 წლის ასაკში დავიდ ოსპინამ იდებიუტა კოლუმბიური „ატლეტიკო ნასიონალის“ პირველ გუნდში. შემდეგ სეზონებში ოსპინა თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მეკარედ ჩამოყალიბდა. 20 წლის ასაკში მას ჰქონდა შემოთავაზებები მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ბოკა ხუნიორსისგან“, თუმცა იმ წელს კოლუმბიელი სამშობლოში დარჩა.

ნიცა

2008 წლის 1 აგვისტოს ოსპინა ფრანგულ „ნიცას“ შეუერთდა. ტრანსფერის ღირებულებამ ორი მილიონი ევრო შეადგინა. პირველი მატჩი ახალი გუნდის შემადგენლობაში ოსპინამ 2008 წლის 18 ოქტომბერს ითამაშა გასვლით მატჩში „მონაკოს“ წინააღმდეგ, რომელიც მისმა კლუბმა 2-1 მოიგო.[1]„ნიცაში“ გატარებული ექვსივე სეზონში დავიდი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მეკარე იყო.

არსენალი

2014 წლის 28 ივლისს დადასტურდა ოსპინას ტრანსფერი ლონდონის „არსენალში“. ტრანსფერის ღირებულებამ 4 მილიონი ევრო შეადგინა.[2]

სანაკრებო სტატისტიკა

განახლდა: 16 დეკემბერი, 2023
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
კოლუმბია
ესკიზის შექმნის შეცდომა:
2007 1 0
2008 1 0
2009 8 0
2010 5 0
2011 8 0
2012 8 0
2013 10 0
2014 8 0
2015 12 0
2016 14 0
2017 8 0
2018 11 0
2019 10 0
2020 1 0
2021 16 0
2022 6 0
2023 1 0
ჯამში 128 0

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted