დავით ხურციძე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted დავით ხურციძე (დ. 4 ივლისი, 1993, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, რუსეთის მოქალაქე. სომხეთის საფეხბურთო კლუბ „ულისესის“ ნახევარმცველი.
კარიერა
ხურციძე მცველადაც თამაშობდა და ნახევარმცველადაც. 2012-13 წლების სეზონში მან „ცსკა“-ს დუბლებში 23 მატჩი ჩაატარა (19 სასტარტო შემადგენლობაში) და 2 გოლი გაიტანა. 2013 წლის 19 წლამდე ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირზე (NextGen Series), „აიაქსის“ დუბლების წინააღმდეგ, სადაც ცენტრალური მცველის პოციციაზე იდგა და მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 45-ე წუთზე ანგარიში გახსნა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა, მატჩი მოსკოველთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. ამავე წლის ზაფხულში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარის წესით პენზის „ზენიტში“ გადავიდა. 2014 წლის იანვარში ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა, რომელსაც რევაზ ძოძუაშვილი თავკაცობს.[1][2] სეზონის დასრულების შემდეგ კარიერა სომხურ „ულისესში“ განაგრძო.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ ქუთაისის "ტორპედო" - მატება მოსკოვიდან,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 3 თებერვალი, 2014.
- ↑ ქდავით ხურციძე: ნაკრებში ცსკა-დან არ გამომიშვეს,საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge“[მკვდარი ბმული], 26 თებერვალი, 2014.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted