Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

„დაიკო კერი“
ინგლ. Sister Carrie
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ავტორი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი სასიყვარულო
გამომცემელი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გამოცემის თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მედია ნაბეჭდი
გვერდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წინამორბედი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მომდევნო Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ISBN Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

დაიკო კერი (ინგლ. Sister Carrie) — ცნობილი ამერიკელი მწერლის თეოდორ დრაიზერის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რომანი.

მოკლე ისტორია

ამ ნაწარმოებით დრაიზერმა მეოცე საუკუნის ამერიკელი მწერლების რეალისტური, თუმცა, დაცემის პირას მყოფი ტრადიცია განაგრძო. რომანს კრიტიკოსთა და საზოგადოების მხრიდან სასტიკი შეფასება მოჰყვა, ნაწარმოებს უზნეოც კი უწოდეს. დრაიზერმა მთავარი მოქმედი პერსონაჟი გოგონა საზოგადოებაში გაბატონებულ ნორმებს დაუპირისპირა.

აქვე უნდა ითქვას, რომ საზოგადოებას თითქოს მორგებული მსახიობი ქალი, რომელსაც წარმატებაც მალევე ეწვია, საბოლოოდ მაინც ვერ ეთვისება არსებულ წესებს და შინაგანად მაინც დამოუკიდებელ და ცოტა გაურკვეველ პრინციპებს იზიარებს. ქალს, ერთი შეხედვით, ყველაფერი აქვს რაზეც ოცნებობდა, მაგრამ ბედნიერი მაინც არ არის. სწორედ ასეთი პათოსით დაწერილი წიგნი ვერ მიიღო იმდროის ამერიკულმა საზოგადოებამ და მწერალს ბევრი პრობლემა შეხვდა სამართლის მხრივაც კი.

სიუჟეტი

"კერი" დრაიზერმა 1900 წელს გამოსცა. ნაწარმოები ახალგაზრდა სოფლელ გოგონას ეხება, რომელიც დიდ ქალაქში ბედის საძებნელად ჩადის. პირველად კერი უფროს დასთან დაბინავდება, სადაც მისი "ამერიკული ოცნების" გაცნობიერებას ახდენს, შემდგომ გოგონა ბინას იცვლის და დიდებისკენ მიმავალ გზაზე პირველ ნაბიჯებსაც დგამს.

კერი რომანის ბოლოს ცნობილი მსახიობი ხდება, თუმცა, მისი შინაგანი სამყარო ვერ ეგუება არსებულ რეალობას და ფუფუნებაში მყოფი ახალგაზრდა ქალი მარტოობას ირჩევს ცხოვრების თანამგზავრად.

პერსონაჟები

  • კაროლინა (კერი) მიბერი (ინგლ. Caroline 'Carrie' Meeber) — რომანის მთავარი გმირი;
  • მინი ჰანსონი (ინგლ. Minnie Hanson) — კერის უფრო და, რომელთანაც ის ცოტა ხანს ცხოვრობდა სანამ დრუესთან გადავიდოდა;
  • სვენ ჰანსონი (ინგლ. Sven Hanson) — მინის ქმარი;
  • ჩარლზ დრუე (ინგლ. Charles H. Drouet) — კომოვოიაჟერი, რომელიც კერის ჩიკაგოსკენ მიმავალ მატარებელში გაეცნო;
  • ჯორჯ ჰარსტვუდი (ინგლ. George W. Hurstwood) — ბარის მმართველი, შემდგომში კერის ქმარი;
  • ჯულია ჰარსტვუდი (ინგლ. Julia Hurstwood) — ჯორჯის ცოლი;
  • ჯესიკა და ჯორჰ უმცროსი (ინგლ. Jessica and George, Jr) — ჯორჯისა და ჯულიას შვილები;
  • მისტერ და მისის ვენსები (ინგლ. Mr. and Mrs. Vance) — კერისა და ჰარსტვუდის მეზობლები ნიუ-იორკში;
  • რობერტს ეიმსი (ინგლ. Robert Ames) — მისის ვენსის ბიძაშვილი;
  • ლოლა ოსბორნი (ინგლ. Lola Osborne) — კერის დაქალი, რომელიც მაშინ გაიცნო, როდესაც თეატრში მოეწყო სამუშაოდ.

კერი ქართულად

ფაილი:კერი.jpg
რომანის პირველი ქართული გამოცემა, 1964 წ. თბილისი

რომან კერის ქართველი მკითხველი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იცნობს. აღსანიშნავია, რომ თეოდორ დრაიზერის შემოქმედების ქართულად თარგმნას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. დრაიზერის ნაწარმოებების ქართულ ენაზე ამეტყველებას გარკვეული დატვირთვაც ჰქონდა, კერძოდ, მწერალი მწვავედ აკრიტიკებს ამერიკის (და ზოგადად) კაპიტალისტური სამყაროს წარმომადგენლების არაადამიანურ დამოკიდებულებას დაბალი კლასის ადამიანების მიმართ, რაც ხსენებულ რომანშიც კარგად არის ნაჩვენები.