დეჟავიუ (წარმოთქმა ფრანგულად: [deʒa vy] ( მოსმენა)) — შეგრძნება, რომ მომენტი, რომელიც აწმყოში მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში[1][2][3][4]. დეჟავიუ არის ნაცნობობის შეგრძნება, ხოლო დეჟა ვექუ (შეგრძნება, თითქოს ეს რაღაც უკვე აღმქმელს გადახდენია/გაუვლია ცხოვრებაში) არის მოგონების განცდა[5][6]. სამეცნიერო მიღწევები დეჟავიუ-ს ხსნიან არა როგორც პრეკოგნიციას ან წინასწარმეტყველებას, არამედ, როგორც მეხსიერების ანომალიას, რომელიც ქმნის ეფექტს, თითქოს ამწამინდელი გამოცდილება ახსენდება[7][8]. ფენომენის ამგვარ ახსნას ამყარებს ის ფაქტი, რომ დეჟავიუ-ს დროს გახსენების განცდა ძალიან მძაფრია ძირითად შემთხვევებში, მაგრამ წინა გამოცდილების გარემოება (როდის, სად და როგორ მოხდა აწმყოს წინა გამოცდილება) გაურკვეველია. არსებობს ორი სახის დეჟავიუ. პათოლოგიური, რომელიც ძირითადად ასოცირებულია ეპილეფსიასთან და არაპათოლოგიური, რომელიც ფიზიოლოგიურია და შეიძლება ნებისმიერ ჯანსაღ ადამიანსაც ახასიათებდეს[9][10][11][12]. 2004 წლის კვლევებმა აჩვენეს რომ პოპულაციის 2/3-ს ჰქონია დეჟავიუს გამოცდილება[13]. სხვა კვლევებმა დაადასტურეს, რომ დეჟავიუ არის საერთო გამოცდილება ჯანმრთელი ადამიანების 31-96% ში. დეჟავიუ შეიძლება იყოს ასოცირებული ჰალუცინაციებთან, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადებებისა[14]. ტერმინი მომდინარეობს ფრანგული ენიდან და ნიშნავს უკვე ნანახს.

აშლილობებთან კავშირი

ადრეული კვლევებში ცდილობდნენ ეპოვნათ კავშირი დეჟავიუ-სა და გონებრივ დაავადებებს შორის, როგორიც არის შფოთი, დისოციაციური იდენტობის მოშლა და შიზოფრენია, თუმცა ღირებული დიაგნოსტიკური კორელაციის პოვნა ვერ შეძლეს [15]. როგორც ჩანს, დეჟავიუ-სა და შიზოფრენიას შორის, რაიმე სპეციფიკური კავშირი არ არსებობს[16][17].

ყველაზე მჭიდრო პათოლოგიური კავშირი აღმოჩნდა დეჟ ვუ- სა და საფეთქლის ეპილეფიას შორის[18][19][20][21][22][23]. ამ კორელაციამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დეჟავიუ შესაძლოა იყოს ნევროლოგიური ანომალია, რომელიც დაკავშირებულია ტვინში არასათანადო იმპულსების გადარებასთან, რომელიც გვიქმნის შეგრძნებას, რომ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში და ამის გამოცდილება ადამიანს უკვე აქვს. როგორც ადამიანების უმეტესობა იტანჯება (არაპათოლოგიური) რეგულარული ეპილეფსიური ეპიზოდებით (ჰიპნაგოგური რეფლექსი, „jolt“) ხდება ხოლმე ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ჩაძინებამდე, ვარაუდობენ, რომ მსგავსი ნევროლოგიური ცდომილება ხდება დეჟავიუ-ს დროს, რაც მცდარი მეხსიერების გამომწვევი. მეცნიერები ასევე დეჟავიუ-სთან მიმართებაში ითვალისწინებდნენ გენეტიკურ ფაქტორსაც დეჟავიუ-სთან მიმართებში. ამჟამად, არცერთი გენი არ არის ცალსახად დაკავშირებული დეჟავიუ-სთან, თუმცაღა ვარაუდობენ, რომ LGII გენი, მეათე ქრომოსომაზე შესაძლოა იყოს დაკავშირებული დეჟავიუ სთან[24].

2008 წლის კვლევებმა დაადასტურა, რომ დეჟავიუ, არ არის რაიმე სახის პათოლოგიური დისოციალური გამოცდილება[25].

ფარმაკოლოგია

ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება ზრდის დეჟავიუს შანსებს მომხმარებლებში, რის შედეგადაც იქმენა ეფექტი, თითქოს მომენტი, რომელიც ახლა ხდება, თითქოს უკვე მომხდარა აქამდე. ზოგიერთი ფარმაცევტული წამლის ერთად მიღება ასოცირდება დეჟავიუს გამომწევევ ფაქტორთანაც. Taiminen და Jääskeläinen მა [26]. კვლევა წარადგინეს ჯანმრთელი ადამიანის შესახებ, რომელსაც დაეწყო ინტენსიური და განმეორებადი დეჟავიუ მას შემდეგ, რაც დაიწყო ამანტადინის და ფენილპროპანოლამინის მიღება, გრიპის სიმპტომების წინააღმდეგ. იგი იმდენად დაინტერესდა ამ გამოცდილებით, რომ მთლიანად დაასრულა მკურნალობის კურსი და მაშინცე ამცნო ფსიქოლოგებს და მოუწოდა საკუთარი ქეისის შესწავლისკენ. წამლის დოპამინერგიული აქტივობიდან და ადრინდელი აღმოჩენებიდან, ტვინის ელექტრული სტიმულირების შესახებ,[27]. Taiminen და Jääskeläinen მა დაასკვნეს, რომ დეჟავიუ ტვინის შუა ნაწილში ჰიპერდოპამინერიული აქტივობის შედეგია.

ახსნა

მეხსიერებაზე დაფუძნებული ახსნა

კვლევებმა დეჟავიუს გამოცდილება მეხსიერების კარგად ფუნქციონირებას დაუკავშირეს[28].

დეჟავიუსა და მოგონების მსგავსებამ შეიძლება დაბადოს შეგრძნება, თითქოს ეს გამოცდილება წარსულში უკვე არსებულა[15][29]. ისეთი გამოცდილება, რომელიც ცხად ასოციაციებს იწვევს რაღაც შეგრძნებებზე, რომლის გახსენებაც შეუძლებელია, დეჟავიუდ შეიძლება იქცეს.

იმისთვის, რომ ეს შეგრძნება ექსპერიმენტულ დონეზე წარმოექმნათ, ბანისტერმა და ზანგვილმა (1941)[30][31] გამოიყენეს ჰიპნოზი, რათა გამოეწვიათ პაციენტებში პოსტ-ჰიპნოზური ამნეზია იმ მასალაზე, რომელიც მათ უკვე ნანახი ჰქონდათ. როდესაც მასალასთან შეხება განმეორდა, პოსტ-ჰიპნოზური ამნეზიით გამოწვეულმა შეზღუდულმა აქტივაციამ 10-დან 3 მონაწილეში შედეგად გამოიღო ის, რასაც ავტორები უწოდებენ „პარამნესიას“.

მეხსიერებაზე დაფუძნებულმა განმარტებებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რაოდენობის არაინვაზიური ექპერიმენტული მეთოდების განვითარება, რომელთა საშუალებითაც ექსპერიმენტულ პირობებში შემოწმებადი დეჟავიუს ანალოგი შეიძლება შეიქმნას. კლერი საუბრობს იმაზე, რომ დეჟავიუ შეიძლება იყოს ცნობა იმისა, რაც წარსულში უკვე მოხდა, ამიტომ დეჟავიუს ლაბორატორიული კვლევა ძალიან ემსგავსება მეთოდებს, რომელიც ცნობის (რამეს რომ ცნობს ადმაიანი) ფენომენის გამოკვლევისას გამოიყენება[29].

2012 წლის დეჟავიუს კვლევა, რომელშიც ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები იყო გამოყენებული, ამ ზემოხსენებულ იდეას ეხმიანებოდა. ვირტუალური რეალობით გამოკვლევა გვთავაზობს იდეას, რომ დეჟავიუს ახლად გამოცდილ სცენასა და მანამდე გამოცდილ, მეხსიერებაში ჩარჩენილ სცენას შორის მსგავსება ქმნის[32][32]. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში გამოცდილი სცენა გონებაში არ ამოტივტივდება ახალი სცენის ხილვისას, ის მაინც ახდენს გარკვეულ გავლენას - აჩენს შეგრძნებას, რომ ახლად ნანახი სცენა ნაცნობია.

კიდევ ერთი ახსნა, რითიც დეჟავიუ შეიძლება აიხსნას, არის ე.წ. კრიპტომნეზია. ესაა შემთხვევა, როცა ნასწავლი ინფორმაცია დავიწყებულია, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც შენახულია ტვინში და მსგავსი სცენები ან გამოცდილება, ამ დავიწყებულ ცოდნას აღვიძებს ან ნაცნობობის შეგრძნებას ბადებს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მეხსიერება არათუ ფიქსირებულის გახსენებაა, არამედ შენახული ინფორმაციის რეკონსტრუქციის პროცესია. თითოეული მოვლენის გახსენება რეალურად ბოლო რეკონსტრუქციის გახსენებაა. ხოლო დეჟავიუ, ამ ახსნის მიხედვით, არის შენახული მონაცემისა და აწმყო გამოცდილების ზუსტი თანხვედრა[33].

1963 წელს რობერტ ეფრონმა ბოსტონის ვეტერანთა ჰოსპიტალიდან ივარაუდა, რომ დეჟავიუ გამოწვეულია დაგვიანებული სიგნალების ორმაგი ნევროლოგიური პოცესით. ეფრონმა დაადგინა, რომ ტვინში შემავალი სიგნალების დახარისხება ხდება ტვინის მარცხენა ჰემისფეროს საფეთქლის წილში. თუმცა, სიგნალები საფეთქლის წილში ორჯერ შედიან პროცესის დაწყებამდე, თითოეული ჰემისფეროდან ერთხელ მილიწამების სხვაობით. ეფრონმა ივარაუდა, რომ თუ ეს ორი სიგნალი ასინქრონირებულია, ანუ არ დაემთხვა ერთმანეთს, სხვადასხვა გამოცდილებად პროცესირდება[34][35].

სიზმარზე დაფუძნებული ახსნა

ერთ-ერთი თეორია დეჟავიუს ფენომენს უკავშირებს სიზმარში ნანახ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ დაგვავიწყდა და მოულოდნელად შეგვახსენა თავი ღვიძილის მდგომარეობაში[36]. დეჟავიუს გამოცდილების სპონტანურობა უცნაურ შეგრძნებას, ან შოკს იწვევს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დეჟავიუ ხდება ადგილზე, სადაც არასდროს ვყოფილვართ.

მსგავსი ცნებები

ჟამე ვუ

ჟამე ვუ (ფრანგული სიტყვა, ნიშნავს „არასდროს ნანახს“) არის ფსიქოლოგიის ტერმინი, რომელიც გამოხატავს ნაცნობ სიტუაციას, რომელსაც დამკვირვებელი ნაცნობად არ აღიარებს. ჟამე ვუს ხშირად დეჟავიუს საპირისპიროდ მოიხსენიებენ და აიგივებენ უცნაურ შეგრძნებასთან, რომ ადამიანი შთაბეჭდილების ქვეშაა, თითქოს პირველად ნახულობდეს ამ კადრს. ჟამე ვუს ყველაზე მარტივი მაგალითია, როცა ადამიანი მისთვის ნაცნობ სიტყვას, ადგილს ან ადამიანს ვერ ცნობს. ჟამე ვუ ხშირად გაიგივებულია ამნეზიის, ადაზიის და ეპილეფსიის გარკვეულ სახეებთან.

ბოდვითი აშლილობის ან ინტოქსიკაციის მქონე ადამიანში ჟამე ვუმ შეიძლება გამოიწვიოს კაპგრას ბოდვა, კერძოდ პაციენტი ნაცნობ ადამიანს აბრალებს, რომ თავისი დუბლიორი და მატყუარაა[37]. თუმცა შესაძლოა საკუთარ თავზე საუბრობდეს ასე, ამიტომ აქ ადგილი აქვს დეპერსონალიზაციას. ეს შეგრძნება სემანტიკური ვალიდურობით ვლინდება. კრის მულინმა ლიდის უნივერსიტეტში 95 მოხალისეს სთხოვა სიტყვა „კარი“ 60 წამში 30ჯერ დაეწერათ. ცდისპირთა 68%-მა ჟამე ვუ განიცადა, კერძოდ საერთოდ დაეჭვდა, „კარი“ რეალური სიტყვა იყი თუ არა[37]. ამ ფენომენს ასევე „ვუჟა დეს“ და „ვეჟა დუს“ უწოდებენ[38][39].

პრესკ ვუ

პრესკ ვუ (ფრანგულ ენაში „თითქმის ნანახი“) არის ძლიერი შეგრძნება რაღაცის განჭვრეტის, შეცნობის. მაშინ როცა რეალურად ასეთი განჭვრეტა არ მომხდარა. ამ შეგრძნებას ხშირად უკავშირებენ არასრულყოფილების დამთრგუნველ გრძნობას[40].

დეჟა რევე

დეჟა რევე(ფრანგულში ნიშნავს უკვე დასიზმრებულს) - ესაა შეგრძნება, რომ რა გამოცდილებასაც იღებ, სიზმრად უკვე გინახავს[41].

დეჟა ანტანდუ

დეჟა ანტანდუ - (სიტყვასიტყვით „უკვე გაგონილი“) არის გამოცდილება, როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ უკვე გაგონილი გაქვს რაღაც, მიუხედავად იმისა, რომ დეტალებში სათუოა ან უფრო მეტად, წარმოსახვის ნაყოფია[42][43].

ლიტერატურა

რესურსები ინტენრნეტში

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Schnider, Armin. (2008). The Confabulating Mind: How the Brain Creates Reality. Oxford University Press. pp. 167–168. ISBN 978-0-19-920675-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. Blom, Jan Dirk. (2010). A Dictionary of Hallucinations. Springer. pp. 132-134. ISBN 978-1-4419-1222-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. Ratliff, E. (02-06-2006). "Déjà Vu, Again and Again". The New York Times
  6. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  7. "The Meaning of Déjà Vu", Eli Marcovitz, M.D. (1952). Psychoanalytic Quarterly, vol. 21, pages: 481–489
  8. The déjà vu experience, Alan S. Brown, Psychology Press, (2008), ISBN 0-203-48544-0Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, Introduction, page 1
  9. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  10. Nathan A. Illman, Chris R. Butler, Celine Souchay, and Chris J. A. Moulin. (2012). Déjà Experiences in Temporal Lobe Epilepsy. Epilepsy Research and Treatment 1–15.
  11. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  12. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  13. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  14. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  15. 15.0 15.1 Brown, Alan S. (2004). The Déjà Vu Experience. Psychology Press. ISBN 1-84169-075-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  16. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  17. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  18. Neurology Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-20. ციტირების თარიღი: 2018-02-05.
  19. Howstuffworks "What is déjà vu?"
  20. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  21. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  22. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  23. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  24. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  25. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  26. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  27. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  28. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  29. 29.0 29.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  30. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  31. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  32. 32.0 32.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  33. Youngson, R.. Deja Vu. The Royal Society of Medicine Health Encyclopedia. Dr R.M. Youngson. ციტირების თარიღი: 1 October 2012.
  34. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  35. How déjà vu works by Lee Ann Obringer - How Stuff Works
  36. Lohff, David C. (2004). The Dream Directory: The Comprehensive Guide to Analysis and Interpretation. Running Press. ISBN 0-7624-1962-8Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  37. 37.0 37.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  38. The power of "Vuja De" (2013-07-03). ციტატა: „something else that you’ve done a hundred times before—and you suddenly feel as if you’re experiencing something completely new. This is vuja de,“ ციტირების თარიღი: 2016-04-11.
  39. Adam Grant TED Talk 2016 (HD): The surprising habits of original thinkers (February 2016). ციტატა: „Véjà du is when you look at something you've seen many times before and all of a sudden see it with fresh eyes“ ციტირების თარიღი: 2016-04-11. position mm:ss 11:12
  40. Blom, Jan Dirk (2009). A Dictionary of Hallucinations. Springer Science & Business Media. p. 422.
  41. http://www.ingentaconnect.com/contentone/imp/jcs/2017/00000024/F0020007/art00008?crawler=true
  42. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  43. Mental Status Examination Rapid Record Form. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-08. ციტირების თარიღი: 2018-02-05.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=დეჟავიუ&oldid=240470“-დან