დილა გორი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი „დილა“ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ გორიდან. დაარსდა 1949 წელს, თუმცა სახელი „დილა“ 1961 წელს დაერქვა. 2014–15 წლების სეზონში გახდა საქართველოს ჩემპიონი.[კომ. 1]

დილა გორი
დილა გორის ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დილა გორი
მეტსახელი მცველები
დაარსდა 1949; 76 წლის წინ (1949)
სტადიონი თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი
გორი, საქართველო
(ტევადობა: 5000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა ირაკლი მოდებაძე
კაპიტანი საქართველოს დროშა რევაზ ჩიტეიშვილი
ლიგა ეროვნული ლიგა
2023 მე-4
საიტი ოფიციალური საიტი

ისტორია

საბჭოთა პერიოდი

გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს „ბ“ კლასის ფეხბურთელთა კოლექტივები, ყოველ გაზაფხულზე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის – შოთა შავგულიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობდნენ. აღნიშნული გათამაშება სპორტის მოყვარულთა ყურადრების ცენტრში იყო. 1968 წლის ამ ტურნირში წარმატებით იასპარეზა გორის „დილამ,“ რომელმაც საპატიო პრიზის მოპოვება მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში გორელები თბილისში, ლანჩხუთის „გურიას“ შეხვდნენ. მატჩი თბილისის „სინათლის“ სტადიონზე 3 ნოემბერს გაიმართა, სადაც “დილამ” 1:0 გაიმარჯვა.

გორელებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს 1969 წლის სპორტულ სეზონში, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს. ამ გამარჯვებით, დებულების თანახმად, გორის „დილამ“ 1970 წლიდან საკავშირო პირველობაზე „ა“ კლასის მეორე ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

1976 წელს გორელებმა კვლავ წარმატებით იასპარეზეს შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშებაში, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში 21 ნოემბერს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა, სადაც „დილა“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.[კომ. 2]

დამოუკიდებლობის პერიოდი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990 წლიდან გორის „დილა“ ძირითადად უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და საშუალო შედეგებს აჩვენებდა. 2004 წელს უმაღლეს ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც „დილამ“ უეფა-ს ინტერტოტოს თასზეც ითამაშა.[1] 2008 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის 2008–09 წლების სეზონზე გუნდმა აღმოსავლეთ ზონაში მე-5 ადგილის დაკავება შეძლო[2], ფინანსური მიზეზების გამო მაინც დააქვეითეს და 2009–10 წლების სეზონი გუნდმა მეორე ლიგაში გაატარა. მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში „დილამ“ პირველი ადგილი დაიკავა[3] და 2010–11 წლების სეზონიდან პირველ ლიგაში აღზევდა. 2010–2011 წლების სეზონზე კი „დილამ“ პირველ ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა და ასაღზევებელ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც „სამტრედია“ დაამარცხა ანგარიშით 2–0 და სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.

საქართველოს თასზე, გორის „დილას“ კარგი სეზონი ჰქონდა 1997-98 წლებში, ამ წელს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა[4]. ასევე ნახევარფინალში იყვნენ 2003-04 წლებში[5]

2012–13 სეზონში „დილამ“ უეფა-ს ევროპა ლიგაზე იასპარეზა და პლეი-ოფამდე გააღწია, სადაც პორტუგალიური „მარიტიმუს“ ბარიერი ვერ გადალახა (0–1, 0–2). მანამდე გორელებმა დანიური „ორჰუსი“ (2–1, 3–1) და კვიპროსული „ანორთოსისი“ (0–1, 3–0) გამოთიშა ასპარეზობას.

საქართველოს თასზე, გორის „დილას“ კარგი სეზონი ჰქონდა 1997–98 წლებში, ამ წელს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა. ასევე ნახევარფინალში იყვნენ 2003–04 წლებში, რის შედეგადაც ინტერტოტოს თასზე თამაშის უფლება მოიპოვეს. გორის „დილა“ თავის საშინაო მატჩებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე მართავს.

2009 წლის მონაცემებით, სულ გორის „დილამ“, უმაღლეს ლიგაში 554 თამაში ჩაატარა, 166 მოიგო, 90 ფრე და 298 წაგება; გაიტანა 618 გოლი და 928 საკუთარ კარში მიიღო. სულ დააგროვა 588 ქულა.

2011–12 წლები გუნდისათვის წარმატებული გამოდგა: „დილამ“ ეროვნული ჩემპიონატი მე-5 პოზიციაზე დაასრულა, ხოლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასი მოიგო.

2014–15 სეზონში გორის დილამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდმა ჩემპიონატში 64 ქულა დააგროვა, რაც მისი კონკურენტებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა და პირველად დაეუფლა ეროვნული ჩემპიონატის თასსა და ოქროს მედლებს. დაჯილდოება შედგა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე 2015 წლის 22 მაისს. „დილა“ არსებობის მანძილზე პირველად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთო.

შემადგენლობა 2019

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.

<templatestyles src="Template:Football squad player/styles.css" /> შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
21 მეკარე თარგი:Fba/core გიორგი ბეგაშვილი
16 მეკარე თარგი:Fba/core გიორგი ჩოჩიშვილი
1 მეკარე თარგი:Fba/core ლაშა გიორგი ტიტვინიძე
2 მცველი თარგი:Fba/core გურამ გიორბელიძე
3 მცველი თარგი:Fba/core ბაქარ მირცხულავა
4 მცველი თარგი:Fba/core გია ჩადუნელი
5 მცველი თარგი:Fba/core გოგი მამულაშვილი
14 მცველი თარგი:Fba/core ალეფ სანტოს დე არაუხო
17 მცველი თარგი:Fba/core ზაურ კერელეიშვილი
18 მცველი თარგი:Fba/core ენდოუნტიე ბალგოუ
31 მცველი თარგი:Fba/core ერიკს სანტოს პერეირა
6 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ამოს ნონდი ობიერო
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
23 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ისიფუ ლამპტეი
9 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ალვინ მათეუს ფორტესი
10 ნახევარმცველი თარგი:Fba/core გიორგი კუცია
11 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ლევან ნონიკაშვილი
19 ნახევარმცველი თარგი:Fba/core თენგიზ წიქარიძე
20 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ნიკა გაგნიძე
7 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ლუკა რაზმაძე (კაპიტანი)
37 ნახევარმცველი თარგი:Fba/core ფილიპე ვასკონსელოს პაიმი
13 თავდამსხმელი თარგი:Fba/core ნუგზარ სპანდერაშვილი
22 თავდამსხმელი თარგი:Fba/core მიკოლა კოვტალიუკი
25 თავდამსხმელი თარგი:Fba/core გურამ გოშთელიანი

2017 წლის ტრანსფერები

მოვიდნენ

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა ტარიელ ხაინდრავა საქართველოს დროშა სამგურალი წყალტუბო
მცველი საქართველოს დროშა გოდერძი მაჩაიძე საქართველოს დროშა ზუგდიდი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი ფოფხაძე საქართველოს დროშა ლოკომოტივი თბილისი
მცველი ნიგერიის დროშა ალიუ აბუბაკარი ესკიზის შექმნის შეცდომა: კუპსი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ირაკლი ძარია საქართველოს დროშა სიონი ბოლნისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა დათო კირკიტაძე საქართველოს დროშა გურია ლანჩხუთი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი პაპუაშვილი საქართველოს დროშა საპოვნელა თერჯოლა
ნახევარმცველი ბრაზილიის დროშა ჟეან დერეტი ბრაზილიის დროშა მოჟი-მირინი
თავდამსხმელი ბრაზილიის დროშა ლეანდრო ლიბეირო ბრაზილიის დროშა ინტერნასიონალი ბ
თავდამსხმელი ბრაზილიის დროშა ნუბიო ფლავიო ბრაზილიის დროშა ტიგრესი
თავდამსხმელი ბრაზილიის დროშა ჟოან ლეონარდო ესკიზის შექმნის შეცდომა: ალკანენენსე
თავდამსხმელი   სალიუ ტარაუოლი ისრაელის დროშა ბეითარი თელ-ავივი რამლა

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა გიორგი ბეგაშვილი** საქართველოს დროშა დინამო თბილისი
მცველი საქართველოს დროშა ლაშა სალუქვაძე საქართველოს დროშა დინამო თბილისი
მცველი საქართველოს დროშა გიგა სამხარაძე საქართველოს დროშა გაგრა
მცველი საქართველოს დროშა თეიმურაზ ღონღაძე საქართველოს დროშა ლოკომოტივი თბილისი
მცველი ნიგერის დროშა კოფი დან კოუა ისრაელის დროშა ჰაპოელი ნაზარეთ-ილითი
მცველი საქართველოს დროშა ილია ლომიძე ესკიზის შექმნის შეცდომა: თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა აკაკი ჯანელიძე საქართველოს დროშა ცხინვალი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ალეკო გამცემლიძე საქართველოს დროშა დინამო თბილისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა რატი ცაცკრიალაშვილი საქართველოს დროშა რუსთავი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა გიორგი ერისთავი ლატვიის დროშა ლიეპაია
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ნიკა ელიაური ესკიზის შექმნის შეცდომა: თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი ისრაელის დროშა იანივ მიზრაჰი ისრაელის დროშა ჰაპოელი კფარ შალემი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ნიკოლოზ გელაშვილი საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
თავდამსხმელი კონგოს რესპუბლიკის დროშა ტიმო ბისადილა ესკიზის შექმნის შეცდომა: თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა იოსებ ჩახვაშვილი ესკიზის შექმნის შეცდომა: თავისუფალი აგენტი

* — იჯარით
** — იჯარიდან

მიღწევები

საქართველოს დროშა შიდა ტურნირები

საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი

  • მეორე ლიგა (დონე 3)
  • 1 ჩემპიონი (1): 1969
  • 3 მესამე ადგილი (3): 1967, 1974, 1986

კლუბის ფერები

წ ი თ ე ლ ი ლ უ რ ჯ ი

სპონსორები

პერიოდი ფორმის მწარმოებელი სპონსორი
2010-2011 Saller HEIDELBERGCEMENT
2011-2012 JAKO
2012-2013 Nike
2013-2014 Saller AGP

სეზონები

სეზონი ლიგა ადგ. გტ გშ თასი ევროპა შენიშვნა მწვრთნელი
1990 უმაღლესი ლიგა 10 34 12 6 16 52 58 42 1/8 ფინალი
1991 უმაღლესი ლიგა 11 19 7 3 9 29 32 24
1991–92 უმაღლესი ლიგა 10 38 14 8 16 64 64 50 1/16 ფინალი
1992–93 უმაღლესი ლიგა 13 32 11 5 16 39 49 38 1/8 ფინალი
1993–94 უმაღლესი ლიგა 9 18 4 2 12 12 35 14 1/8 ფინალი
1994–95 უმაღლესი ლიგა 8 30 10 7 13 25 35 37 1/8 ფინალი
1995–96 უმაღლესი ლიგა 8 30 12 4 14 53 55 40 1/4 ფინალი
1996–97 უმაღლესი ლიგა 8 30 10 7 13 30 39 37
1997–98 უმაღლესი ლიგა 9 30 11 4 15 31 36 37 ნახევარფინალი
1998–99 უმაღლესი ლიგა 10 30 10 5 15 37 54 35 1/8 ფინალი
1999–00 უმაღლესი ლიგა 8 14 2 0 12 9 38 6 1/4 ფინალი
2000–01 უმაღლესი ლიგა 10 10 5 1 4 19 11 16 1/4 ფინალი [კომ. 3]
2001–02 პირველი ლიგა 2 10 6 1 3 19 13 19 1/8 ფინალი აღზევდა
2002–03 უმაღლესი ლიგა 7 10 5 3 2 15 8 18 1/4 ფინალი
2003–04 უმაღლესი ლიგა 6 22 10 4 8 28 20 34 ნახევარფინალი უეფა-ს ინტერტოტოს თასი
2004–05 უმაღლესი ლიგა 10 36 2 4 30 20 88 10 1/8 ფინალი
2005–06 უმაღლესი ლიგა 11 30 9 4 17 35 44 31 1/16 ფინალი
2006–07 უმაღლესი ლიგა 13 26 3 6 17 21 56 15 1/16 ფინალი
2007–08 უმაღლესი ლიგა 14 26 1 5 20 12 53 8 1/4 ფინალი დაქვეითდა
2008–09 I ლიგა[კომ. 4] 5 30 12 9 9 48 31 45 არ უასპარეზია დაქვეითდა
2009–10 II ლიგა[კომ. 5] 1 არ უასპარეზია აღზევდა გია ცეცაძე
2010–11 პირველი ლიგა 3 32 20 9 3 58 21 69 1/16 ფინალი [კომ. 6] გია ცეცაძე
2011–12 უმაღლესი ლიგა 5 28 10 7 11 38 32 37 გამარჯვებული [კომ. 7]
2012–13 უმაღლესი ლიგა 2 32 22 2 8 60 26 48 1/4 ფინალი [კომ. 8] [კომ. 9]
2013–14 უმაღლესი ლიგა 9 32 11 8 13 21 60 22 ნახევარფინალი
2014–15 უმაღლესი ლიგა 1 30 19 7 7 50 21 64 1/4 ფინალი
2015–16 უმაღლესი ლიგა

ევროთასებზე

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სეზონი ტურნირი ეტაპი კლუბი შინ გასვლითი
2004 უეფა-ს ინტერტოტოს თასი 1-ლი ეტაპი   მარეკი დუპნიცა 0–2 0–0
2012–13 უეფა-ს ევროპის ლიგა მე-2 საკ. ეტაპი დანიის დროშა ორჰუსი 3–1 2–1
მე-3 საკ. ეტაპი კვიპროსის დროშა ანორთოსისი 0–1 3–0
პლეი-ოფი   მარიტიმუ 0–2 0–1
2013–14 უეფა-ს ევროპის ლიგა მე-2 საკ. ეტაპი დანიის დროშა ფოდბოლდი 3–0 0–0
მე-3 საკ. ეტაპი ხორვატიის დროშა ჰაიდუკი სპლიტი 1–0 1–0
პლეი-ოფი ავსტრიის დროშა რაპიდი ვენა 0–3 0–1

ევროპული რეკორდი

ტურნირი მატჩი გტ გშ
უეფა-ს ევროპის ლიგა 12 6 1 5 13 10
უეფა-ს ინტერტოტოს თასი 2 0 1 1 0 2
ჯამში 14 6 2 6 13 12

მწვრთნელები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

  1. გორის საფეხბურთო ცხოვრების ისტორია 1920-იანი წლებიდან იწყება. ამ საქმის თაოსანი ვინმე თბილისელი ნაჭყებია იყო, რომელიც ცნობილი ყოფილა, როგორც თავისი საქმის კარგი ორგანიზატორი და ამავე დროს მწვრთნელიც. ფეხბურთში საკმაოდ ღრმად ჩახედულმა გორელების სტუმარმა, თავისი ენთუზიაზმითა და საქმისადმი დამოკიდებულებით მალევე მიიზიდა ადგილობრივი ფეხბურთის მოყვარულები, რომლებიც ქალაქის გარეუბანში თამაშობდნენ ფეხბურთს, ეცნობოდნენ სპორტის ახალი სახეობის საიდუმლოებას და ხვეწდნენ თავიანთ ოსტატობას. 1923–27 წლებში გორის საფეხბურთო გუნდი, რომლის წევრები იყვნენ: გ. გვერწითელი, ჟ. ქერიჭაშვილი, პ. ზაბილონი, კ. კოვალენკო, ვ. მაჭავარიანი, ლისოვსკი, ზ. კიკნაძე, ი. შეფი, კარატავა, გაგნიძე და სხვები — მართავდნენ საქალაქთაშორისო შეხვედრებს, ხაშურისა და სურამის საფეხბურთო კოლექტივებთან. ვეტერანი გორელი ფეხბურთელის გ. მაჭავარიანის მოგონებიდან: გუნდი „მკურნალი“ ქ. გორის საავადმყოფოს თაოსნობით შეიქმნა და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა. ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებმა გუნდს შეუძინეს ფორმა და ბურთები, რაც მაშინ არც ისე იოლი საქმე იყო. ამხანაგური თამაშების ჩასატარებლად ხაშურში, სურამში, კასპში და სხვაგან, სატვირთო მატარებლით მიემგზავრებოდნენ. მტკვრისა და ლიახვის შესართავთან საკუთარი ძალებით მოაწყვეს სათამაშო მინდორი, სადაც ახლა კულტურისა და დასვენების პარკია. გორელ ახალგაზრდებს შორის ფეხბურთის დანერგვაში დიდი დამსახურება მიუძღვის ვ. ოქრუაშვილს, მისი ხელმძღვანელობით 1933 წელს ჩამოყალიბდა ახალი გუნდი, რომელსაც „კიმი“ ეწოდა. დაგისახელებთ აქ მოთამაშე ფეხბურთელებს: მ. მოციქულაშვილი, ი. ტლაშაძე, დ. ავბენაშვილი, მ. არავიაშვილი, მ. ინაური, ლ. მთვარელიძე, ო. აბუაშვილი, შ. და გ. ჯიოშვილები, ვ. მახარობლიძე, დ. ამბოკაძე, ი. აფციაური, დ. ხოდელი, ვ. ტურაშვილი, ვ. აივაზიშვილი, ი. ხუბულური, შ. აკოფოვი და ვ. სავადაშვილი. 1935–39 წლებში ქალაქის ნაკრები „გორის“, ხოლო შემდეგ „დინამოს“ სახელით თამაშობდა. დიდი სამამულო ომის დაწყებამდე გორის გუნდი რესპუბლიკურ პირველობაზე თამაშობდა. 1946 წლის ივლისის ბოლოს სტადიონის მინდორი და ბეტონის იარუსები მზად იყო. მაშინდელმა გუნდისთავმა ირაკლი ხუბულურმა ექვს მოთამაშესთან ერთად გადაწყვიტა მისულიყო მაშინდელი მილიციის უფროსთან შაქრო კუდუხაშვილთან, რომელიც ამავდროულად საზოგადოება „დინამოს“ თავმჯდომარეც იყო, რომელსაც სთხოვა ნება დაერთოთ და თამაშები ჩაეტარებინათ ახალ სტადიონზე. ძველი სტადიონი ახლანდელი პარკის (ახალბაღის) ტერიტორიაზე არსებობდა (ძალზე ქვიანი). კუდუხაშვილმა იმ დროს დაიბარა სტადიონის მშენებლობის ინჟინერი სიმონ მაღალაშვილი და გააფრთხილა, რომ გორის „დინამო“ დღეიდან თამაშებს ჩაატარებს ახალ სტადიონზე. 1947–48 წლებში გორის გუნდი საქართველოს პირველობაზე გამოდიოდა „პიშჩევიკის“ სახელწოდებით. ამ დროს 10 მოთამაშე თბილისიდან იყო მოწვეული და გუნდში მხოლოდ ერთი გორელი, ირაკლი ხუბულური თამაშობდა. ამ პერიოდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ჟორა ჭუმბურიძე. 1948 წლის ბოლოს „პიშჩევიკი“ დაიშალა და 1949 წლიდან გუნდი საქართველოს პირველობაზე კვლავ გორის „დინამოს“ სახელით თამაშობდა. ამ წლებში მწვრთნელად მუშაობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორი გოგი მგალობლიშვილი. ხოლო 1950 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელია კოლა ხოდელი. ამ დროს გუნდში თამაშობდნენ შემდეგი ფეხბურთელები: ვლასი კობიძე, ოთარ გაბისონია, ირაკლი ხუბულური, ვალოდია კარპენკო, პეტრე ხიროვი, ვანია გრებლოვი, ოთარ საყვარელიძე, ზდისი ნოზაძე, უშანგი მარგიევი, ავთო ბეჟანიშვილი და გოგი ბალანჩივაძე.
  2. გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს „ბ“ კლასის ფეხბურთელთა კოლექტივები, ყოველ გაზაფხულზე გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის შოთა შავგულიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობდნენ. აღნიშნული გათამაშება სპორტის მოყვარულთა ყურადრების ცენტრში იყო. 1968 წლის ამ ტურნირში წარმატებით იასპარეზა გორის „დილამ“, რომელმაც საპატიო პრიზის მოპოვება მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში გორელები თბილისში, ლანჩხუთის „გურიას“ შეხვდნენ. მატჩი თბილისის „სინათლის“ სტადიონზე 3 ნოემბერს გაიმართა, სადაც „დილამ“ 1–0 გაიმარჯვა. გორელებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს 1969 წლის სეზონში, სადაც პირველი ადგილი დაიკავეს. ამ გამარჯვებით, დებულების თანახმად, გორის „დილამ“ 1970 წლიდან საკავშირო პირველობაზე „ა“ კლასის მეორე ჯგუფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 1976 წელს გორელებმა კვლავ წარმატებით იასპარეზეს შოთა შავგულიძის სახელობის თასის გათამაშებაში, გადამწყვეტი შეხვედრა თბილისში 21 ნოემბერს თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა, სადაც „დილა“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა. შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–0 დასრულდა.
  3. დასაქვეითებელი პლეი-ოფი, დაქვეითდა.
  4. აღმოსავლეთი.
  5. აღმოსავლეთი.
  6. აღსაზევებელი პლეი-ოფი, აღზევდა.
  7. გია ცეცაძე, თეიმურაზ მახარაძე.
  8. უეფა-ს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი.
  9. თემურ შალამბერიძე, გიორგი დარასელია, ვალდას ივანაუსკასი.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სქოლიო

  1. Intertoto Cup 2004. LinguaSport.com.
  2. Georgia 2008/09. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
  3. Georgia 2009/10. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
  4. Georgia Cup 1997/98. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
  5. Georgia Cup 2003/04. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted