დოირანის ტბა
დოირანის ტბა (მაკედ. Дојранско Езеро; ბერძ. Λίμνη Δοϊράνη) — გამდინარე ტბა მაკედონიასა და საბერძნეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან 147 მ სიმაღლზე. ფართობი 43,1 კმ². მაქსიმალური სიღრმე 10 მ. ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე გაწოლილია მთის მასივი ბელასიცა. ტბა მომრგვალო ფორმისაა. ქვაბული წარმოიქმნა მეოთხეულ პერიოდში და აქვს ტექტონიკურ-ვულკანური გენეზისი. ერთვის რამდენიმე მდინარე. გამოედინება მდინარე ვარდარის ერთ-ერთი შენაკადი. სიახლოვეს გაშენებულია დასახლებული პუნქტები. მდიდარია თევზით. გვხვდება 16 სახეობის თევზი. ბოლო წლებში შეინიშნება ტბის წყლის მოცულობის შემცირება.
დოირანის ტბა | |
---|---|
დოირანის ტბა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | მაკედონია საბერძნეთის დროშა საბერძნეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 147 მ |
სიგრძე | 8,9 კმ |
სიგანე | 7,1 კმ |
ფართობი | 43,1 კმ² |
მოცულობა | 0,08 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 10 მ |
აუზის ფართობი | 271,8 კმ² |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დოირანის ტბა“ ვიკისაწყობში.
- დოირანის ტბა (ინგლისური)