დონის როსტოვის გიმნაზია № 36
გიმნაზია № 36 (რუს. Гимназия № 36) — მუნიციპალური ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება დონის როსტოვში. ნაგებობა ააგეს 1915 წელს მოდერნის სტილში[1] არქიტექტორ პ. ლიუბიმოვის პროექტის მიხედვით[2]. გიმნაზიის შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
გიმნაზია № 36 რუს. Гимназия № 36 | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
არქიტექტორი | პ. ლიუბიმოვი |
გახსნის თარიღი | 1915 |
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ისტორია
1906 წელს სახელმწიფო მრჩეველმა ნიკოლაი სტეფანოვმა როსტოვში გახსნა ოთხკლასიანი ვაჟთა გიმნაზია. თავდაპირველად იგი განთავსებული იყო ყოფილ საბავშვო სახლში, რამდენიმე წლის შემდეგ კი სტეფანოვმა გადაწყვიტა გიმნაზიისათვის აეშენებინა ახალი შენობა[2]. გიმნაზიის ახალი შენობა ააგეს 1915 წელს როსტოველი არქიტექტორის პ. ლიუბომოვის პროექტის მიხედვით. გიმნაზიაში ღებულობდნენ 14-15 წლიდან. სწავლის გადასახადი მოსამზადებელ კლასში იყო 100 რუბლი, ხოლო პირველ კლასში - 130 რუბლი. 1916 წლიდან გიმნაზიაში სწავლა შეეძლოთ, როგორც ბიჭებს, ასევე გოგონებსაც[2].
რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში გიმნაზია მოქმედი იყო. 1920 წელს იგი გადააკეთეს № 95 პირველი დონის დაწყებით სასწავლებლად. 1922 წელს მის ბაზაზე გაიხსნა ტროცკის სახელობის № 24 სკოლა პირველი და მეორე საფეხურისათვის. 1926 წლიდან ეს არის ტროცკის სახელობის № 5 შვიდწლიანი სკოლა. 1938 წლიდან კი მას ეწოდება გორკის სახელობის № 36 საშუალო სკოლა. 1962 წელს სკოლაში რამდენიმე საგანი ინგლისურ ენაზე ისწავლებოდა. 1997 წელს სკოლას ეწოდა გიმნაზია № 36[3].
2007 წელს სკოლა გახდა კონკურს „რუსეთის საუკეთესო სკოლის“ ლაურეატი[4].
არქიტექტურა
აგურის სამსართულიანი შენობა აგებულია მოდერნის სტილში. მდებარეობს გორკის ქუჩისა და სობორნის შესახვევის კუთხეში. მას აქვს დაგეგმარების რთული კონფიგურაცია.
2011 წლის 1 სექტემბერს შესასვლელის წინ გაიხსნა ძეგლი „ბიჭი გლობუსზე“[5].
ცნობილი მოსწავლეები
- ალექსანდრ მინცი — რადიოტექნიკოსი, გიმნაზიაში სწავლობდა 1908-1916 წწ. მისი პატივისცემის ნიშნად 1977 წელს დაკიდეს მემორიალური დაფა[1].
- ვლადიმირ რინძიუნი — მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, ცნობილია ფსევდონიმით ა. ვეტულგინი. გიმნაზიაში სწავლობდა 1906-1914 წლებში. დაჯილდოებულია ოქროს მედლით[6].
ლიტერატურა
- Весь Ростов и Нахичевань-на-Дону. 1914.. — Харьков, 1914
- Вся Донская область и Северный кавказ на 1908 г.. — Ростов-н/Д, 1908
- Гегузин И. Страницы ростовской летописи. — Ростов-н/Д, 1983
- Чеботарев Г. А. Ростов. Нахичевань-на-Дону. Справочная книжка. — Ростов-н/Д, 1911—1912
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Шулепова Э. А. Материалы свода памятников истории и культуры РСФСР. Ростовская область.. — М.: Изд-во НИИ культуры, 1990. — С. 23.
- ↑ 2.0 2.1 2.2 100 лет ростовской гимназии N 36. rostovnews.net (2011-08-31). ციტირების თარიღი: 2013-08-19.
- ↑ История. Официальный сайт гимназии № 36. ციტირების თარიღი: 2013-08-19.
- ↑ Лауреаты, 2007 год Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted на сайте конкурса «Лучшие школы России»
- ↑ Девочка на шаре, а мальчик — на глобусе. В Ростове. rostovnews.net (2011-08-31). ციტირების თარიღი: 2013-08-19.
- ↑ Министерство народного просвещения, Аттестат зрелости (копия), Архив Московского университета, личное дело студента, стр.1-3
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted