ევრაზიული კავშირი
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი — შეთავაზებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს, ტაჯიკეთსა[2][3][4] და სხვა, ძირითადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი | ||
---|---|---|
ევრაზიული კავშირის რუკა
|
||
პოლიტიკური ცენტრები | ნურ-სულთანი ბიშკეკი ერევანი მინსკი მოსკოვი | |
ოფიციალური ენა | ბელარუსული ყაზახური რუსული სომხური ყირგიზული |
|
სავარაუდო წევრები |
ბელარუსი ყაზახეთი ყირგიზეთი რუსეთი სომხეთი | |
ლიდერები | ||
- | ევრაზიის კავშირის საგანგებო რწმუნებული |
ვიქტორ ხრისტენკო 1 |
- | დაარსების თანხმობა | 18 ნოემბერი 2011 |
- | ევრაზიული ეკონომიკური სივრცე (აქტიურია) | 1 იანვარი 2012 |
- | ევრაზიული კავშირი (დაგეგმილია) | 2015[1] |
ფართობი | ||
- | სულ | 20,007,860 კმ2 |
მოსახლეობა | ||
- | 2013 შეფასებით | 183,319,693 |
- | სიმჭიდროვე | 8.36 კაცი/კმ2 |
დროის სარტყელი | +3-დან +12-მდე | |
1 — კანდიდატი |
იდეა, რომელიც ძირითადად ევროპის კავშირის ინტეგრაციის ანალოგიურია, ყურადღების ქვეშ 2011 წლის ოქტომბერში, მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის წყალობით მოექცა,[4][5] მაგრამ თავდაპირველად, როგორც კონცეფცია გაჟღერებულ იქნა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ, მისი 1994 წლის, მოსკოვის უნივერსიტეტში გამართული, გამოსვლის დროს[6]. 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სამიზნო ხელშეკრულებას 2015 წლისთვის ევრაზიული კავშირის შექმნასთან დაკავშირებით[7]. ხელშეკრულებამ მოიცვა სამოქმედო გეგმა მომავალი ინტეგრაციისთვის და დააარსა ევრაზიული კომისია (ევრო კომისიის მოდელის მიხედვით), ასევე ევრაზიული ეკონომიკური სივრცე, რომელმაც ფუნქციონირება 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო[7][8]. 2015 წლის 12 აგვისტოს ძალაში შევიდა ყირგიზეთის რესპუბლიკის ევრაზიის კავშირთან მიერთების ხელშეკრულება, რითიც ყირგიზეთი ევრაზიული კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ამავე წლიდან სომხეთიც ევრაზიული კავშირის სრულ უფლებიანი წევრია, სომხეთის მოქალაქეებს მიეცათ სრული უფლება კავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში იმუშავონ ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებით და არ იქნებიან წოდებულნი „შრომით მიგრანტებად“. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებული არიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.
სქოლიო
- ↑ Ukraine cannot get observer status at Eurasian Econ Union due to Association Agreement with EU, Russia Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, Interfax-Ukraine (14 June 2013)
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 4.0 4.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 7.0 7.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted