ეკოლოგია
ეკოლოგია (ბერძ. oikos — სახლი, გარემო, და logos — შეცნობა, სწავლა) — ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.
ტერმინი „ეკოლოგია“ ზოგჯერ ცნება გარემოს დაცვის აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც „ეკოლოგია“ აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო „გარემოს დაცვა“ - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
არსებობს ტერმინ „ეკოლოგიის“ კიდევ რამდენიმე განმარტება:
- ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ.
- ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა.
- ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა.
- ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს.
ეკოლოგიის დარგები
- ანთროპოეკოლოგია - ადამიანის ეკოლოგია
- გარემოს დაცვა - გამოყენებითი ეკოლოგია
- გეოეკოლოგია
- დინამიკური ეკოლოგია
- ზოგადი ეკოლოგია - ბიოეკოლოგია
- სოციალური ეკოლოგია
ეკოლოგიის ცნებები და ტერმინები
ანთროპოგენური ფაქტორები - ბიომასა - ბიოტიკური ფაქტორები - ბიოტოპი - ბიოცენოზი - ეკოლოგიური ნიშა - ეკოლოგიური პირამიდა - ეკოსისტემა - კონსუმენტი - ოზონის შრე - პოპულაცია - პროდუცენტი - რედუცენტი - სათბურის ეფექტი
ეკოლოგიური ორგანიზაციები
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდესქი 2020 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted www.sustainability.ge
- Ecology (Stanford Encyclopedia of Philosophy)
- The Nature Education Knowledge Project: Ecology
- Ecology Journals List of ecological scientific journals Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Ecology Dictionary - Explanation of Ecological Terms Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Basic Terms of Ecology Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Canadian Society for Ecology and Evolution
- Ecological Society of America
- Ecology Global Network