ელ-რიფი (არაბ. جبال الريف) — ქედი ატლასის მთების სისტემაში, ჩრდილოეთ მაროკოში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ. მაქსიმალური სიმაღლე 2456 მ (მთა თიდიგინი). უმეტესწილად აგებულია კირქვებით. დასერილია მდინარეთა მრავალრიცხოვანი ხეობებით. ჩრდილოეთ კალთის ქვედა მონაკვეთებზე გვხვდება მაკვისი და კორპის მუხის ტყეები, უფრო მაღლა ტუიასგან, ღვიისგან და კედრისგან შემდგარი წიწვოვანო ტყე, სამხრეთ კალთებზე ხეხილის ბაღებია. ქედის სამხრეთ ნაწილში, იქ, სადაც იგი მაროკოს მესეტაში გადადის, განლაგებულია უძველესი ქალაქი ფესი.

ელ-რიფი
ფაილი:Chauen.jpg
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  მაროკო
უმაღლესი წერტილი თიდიგინი
სიმაღლე 2456 
ფართობი 34,631 კმ²
სიგრძე 201 კმ
სიგანე 314 კმ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ელ-რიფი&oldid=254310“-დან