ერიკ პრაიდზი (Eric Prydz დ. 19 ივლისი, 1976, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც თავისი 2004 წლის ჰიტით „Call on Me“ გახდა ცნობილი. ეს სიმღერა სტივ უაინვუდის ჰიტის „Valerie“ რიმეიკია, რომელიც დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში 5 კვირა იყო. „Call on Me“ ასევე ჩარტ German Top100-ში ხუთი თანამიმდევრული კვირის განმავლობაში იყო პირველ ადგილას.

ფაილი:Eric Prydz at Glastonbury 2009.jpg
ერიკ პრაიდზი

სხვა პროექტები

მუსიკის შექმნის პარალელურად პრაიდზი ხელმძღვანელობს ლეიბლებს Pryda, Pryda Friends, და Mouseville, რომლებიც ძირითადად მის მუსიკას უშვებენ.

2006 წელს, ერიკ პრაიდზმა პინკ ფლოიდის სიმღერაზე "Another Brick in the Wall" შექმნილი რემიქსი "Proper Education" გამოუშვა.

პრაიდზი მონაწილეობას მხოლოდ ევროპაში არსებულ პროექტებში იღებს და არ მოგზაურობს აშშ-ში და აზიაში, რადგანაც ფრენის შიში აქვს.[1]

დისკოგრაფია

ალბომები

სქოლიო

  1. Watch Controversial Dance Music Video that Tops Charts. DJVIBE.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-02. ციტირების თარიღი: 2007-01-04.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted