ეუტიხიანე (პაპი)
ეუტიხიანე (ლათ. Eutychianus; დ. უცნობია — გ. 7 დეკემბერი, 283, რომი, იტალია) — რომის პაპი 275–283 წლებში.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bc/Eutychian.jpg/150px-Eutychian.jpg)
ბიოგრაფია
პაპ ეუტიხიანეს შესახებ სარწმუნო წყაროები თითქმის არ მოიპოვება. პაპად აირჩიეს 275 წლის 4 იანვარს. მისი საფლავი წარწერით აღმოჩენილ იქნა კალიქსტ I-ის კატაკომბაში.
პაპი ევტიხიანე კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი.
რესურსები ინტერნეტში
წინამორბედი: ფელიქს I |
რომის პაპი 275 — 283 |
შემდეგი: გაიუსი |