ვაუ-ენ-ნამუსი
ვაუ-ენ-ნამუსი (არაბ. واو الناموس) — ვულკანი სამხრეთ ლიბიაში, ფეცანის რეგიონში. მდებარეობს საჰარის გეოგრაფიული ცენტრის სიახლოვეს. პლეისტოცენური ან ჰოლოცენური ასაკისაა. აქვს 100 მ სიღრმისა და 4 კმ სიგანის კალდერა, რომელიც გარშემორტყმულია ტეფრით. ვაუ-ენ-ნამუსის კალდერის ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ-ში გაწოლილია პატარა კრატერი. საკუთრივ კალდერა შეიცავს შლაკურ კონუსს, რომელიც ფრეატომაგმატური მასალისაგან შედგება. კალდერის ირგვლივ 10-20 კმ-ზე ვრცელდება ბაზალტური ტეფრით აგებული ტერიტორია, რომელიც კარგად ჩანს კოსმოსიდან. კალდერაში გვხვდება 3 პატარა მარილიანი ტბა, წყალსატევები და მცენარეულობა. ტბების საერთო ფართობია 0,3 კმ². უდიდესი ტბის ზედაპირის ფართობია 0,146 კმ², ხოლო სიღრმე 12,5 მ. უღრმესი წყალსატევის სიღრმე 15-16 მ აღწევს. წყალსატევების სიმაღლე ზღვის დონიდან 434 მ-მდეა. ზოგიერთი ტბა შრება. ტბები იკვებებიან მტკნარწყლიანი წყაროებით. გეოლოგიური თვალსაზრისით, ვაუ-ენ-ნამუსი იზოლირებული ვულკანია. ადგილობრივი ტურისტული ობიექტია.
ვაუ-ენ-ნამუსი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ვაუ-ენ-ნამუსი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ლიბიის დროშა ლიბია |
სიმაღლე | 547 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რესურსები ინტერნეტში
- გლობალური ვულკანიზმის პროგრამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)