ვაჩე (კახეთის მთავარი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ვაჩე | |
---|---|
კახეთის ქორეპისკოპოსი | |
მმართ. დასაწყისი: | 827 |
მმართ. დასასრული: | 839 |
წინამორბედი: | გრიგოლი |
მემკვიდრე: | სამოელ დონაური |
გარდ. თარიღი: | 839 |
დინასტია: | ქორეპისკოპოსი |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ვაჩე, დაჩი (დ. 839) — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) IX საუკუნის შუა ხანებში, ვახუშტის მიხედვით — 827—839 წლებში.
ვახუშტი იცნობს „ვაჩე ქობულის ძის“ სახელით. „მატიანე ქართლისაჲში“ მოხსენიებულია, როგორც „დაჩი, ძე იოვანე ქუაბულის ძისა“. მისი გამთავრება უკავშირდება კახეთის მთავრის გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ გარდაბნელთა შეთქმულებას: „მას ჟამსა შეითქუნეს გარდაბანელნი და განაჩინეს ქორეპისკოპოსად დაჩი, ძე იოვანე ქუაბულის ძისა“. ვაჩეს (დაჩის) შემდეგ გარდაბნელებმა ქორეპისკოპოსად სამოელ დონაური დაადგინეს.
ვაჩეს ქორეპისკოპოსობის პერიოდს ემთხვევა არაბი მწერლის ალ-იაკუბის მიერ მოთხრობილი ამბავი წანართა აჯანყების შესახებ, რომელიც ჩაუხშია არაბ სარდალ ხალიდ იბნ-იაზიდს. დაახლ. 829-830 წლებში ხალიდმა მოახერხა კახეთის დამორჩილება, აიღო ხარკი და უკან გაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ხარკი 3 000 ფაშატისა და 20 000 ცხვრისაგან შედგებოდა.
ლიტერატურა
- პაპუაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2014. — გვ. 204.
- ლორთქიფანიძე მ., მეტრეველი რ., საქართველოს მეფეები, თბ., 2007.
წინამორბედი: გრიგოლი |
კახეთის ქორეპისკოპოსი 827 - 839 |
შემდეგი: სამოელ დონაური |