ვილჰელმ ფილხნერი
ვილჰელმ ფილხნერი (გერმ. Wilhelm Filchner; დ. 13 სექტემბერი, 1877, მიუნხენი — გ. 7 მაისი, 1957, ციურიხი) — გერმანელი მოგზაური და მწერალი, ცენტრალური აზიის, არქტიკისა და ანტარქტიკის უბნების მკვლევარი.
ვილჰელმ ფილხნერი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
მშობლიური სახელი | გერმ. Wilhelm Filchner |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | მოგზაური, მწერალი, მკვლევარი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბიოგრაფია
1900 წელს ცხენით გადალახა პამირი. 1903–1905 წლებში ალბერტ ტაფელთან ერთად განახორციელა ექსპედიცია დასავლეთ ჩინეთში, გამოიკვლია რაიონი სინინიდან ტიბეტამდე. 1910 წელს მუშაობდა შპიცბერგენზე. 1911–1912 წლებში ხელმძღვანელობდა გერმანიის მე-2 სამხრეთპოლარულ ექსპედიციას, რომელმაც ანტარქტიდისკენ გაცურა ხომალდ „დოიჩლანდზე“. ანტარქტიკის შელფურ წყლებში მან აღმოაჩინა და გამოიკვლია პრინც ლუიტპოლდის მიწა, სადაც მის მიერ აღმოჩენილ 500 000 კმ² ფართობის მქონე ყინულოვან ველს 1912 წელს მის პატივსაცემად უწოდეს ფილხნერის შელფური მყინვარი. 1926–1928 წლებში ფილხნერმა განახორციელა ახალი ექსპედიციები ცენტრალურ აზიაში, რომელთა დროსაც ტარიმის აუზსა და ქაშმირს შორის, ასევე სინინის, ცაიდამის ჭაობებისა და ტიბეტს შორის მდებარე რაიონებში მან ჩაატარა ელექტრომაგნიტური და მეტეოროლოგიური გამოკვლევები. ამავე სამეცნიერო სამუშაოების გასატარებლად ომისწინანდელ წლებში ფილხნერი ნეპალშიც გაემგზავრა. მეორე მსოფლიო ომის დროს მკვლევარი ინგლისელების მიერ ინტერნირდა ინდოეთში, საიდანაც ევროპაში 1951 წელს დაბრუნდა.
ლიტერატურა
- Трешников А. Ф., История открытия и исследования Антарктиды, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: Географгиз, 1963. — გვ. 431.