ვინსონი (ინგლ. Vinson) — მთა ანტარქტიდაში. ანტარქტიდის უმაღლესი მწვერვალი. მდებარეობს ვინსონის მასივზე. სიმაღლე 4892 მ (ზოგჯერ აღინიშნება 5140 მ-ით). სამხრეთი პოლუსიდან დაშორებულია 1200 კმ-ით. მწვერვალი გამოირჩევა მკაცრი კლიმატური პირობებით. აღმოჩენილი იქნა 1957 წელს ამერიკელი მფრინავების მიერ. სახელი დაერქვა ცნობილი ამერიკელი სენატორის კარლ ვინსონის პატივსაცემად. პირველად დაიპყრეს 1966 წელს. ქართველთაგან ვინსონი დალაშქრა ბენო ქაშაკაშვილმა (2002 წელი), რომელმაც ამ ასვლით „შვიდი მწვერვალის“ პროგრამა დაასრულა.

ვინსონი
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა ანტარქტიდის დროშა ანტარქტიდა
სიმაღლე 4892 (ან 5140 მ) 
პირველი ასვლა 1966 წ.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ვინსონი&oldid=94076“-დან