ზამთრის ბანანი
ზამთრის ბანანი — ჩრდილოამერიკული ვაშლის ჯიში. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. მსხმოიარობს 6-7 წლის ასაკში. ნაყოფი მსხვილია, უმეტესად ასიმეტრიული. საშუალო წონა 150-160 გ. კანი გლუვია, მოჩალისფრო-ყვითელი, მზის მხარეზე ღია წითელი, დაფარულია ცვილისებრი მოთეთრო ფიფქით. რბილობი მოყვითალო-მოთეთროა, წვნიანი, მოტკბო. შენახვისას ინარჩუნებს საგემოვნო თვისებებს.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/de/Malus-Mutterapfel.jpg/300px-Malus-Mutterapfel.jpg)
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 185.