ზვართნოცი (სომხ. Զվարթնոց - ზეციური ანგელოზები) — ისტორიული ქალაქი ერევნიდან 10 კმ-ში ეჩმიაძინის სიახლოვეს. ნანგრევები მოიცავს საკათედრო ტაძარს, კათოლიკოსის სასახლეს, რამდენიმე ბაზილიკას, აბანოს, ღვინის მარანს და სხვა. ისტორიული ძეგლის ტერიტორია დაახლოებით 19 ჰექტარია. ზვართნოცმა მოახდინა გავლენა რეგიონის საეკლესიო არქიტექტურაზე.

ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი და ეკლესიები; ზვართნოცის არქეოლოგიური ძეგლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

კათედრალის ნანგრევები
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1011
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
ფაილი:Zvarthnotz plan.jpg
კათედრალის გეგმა.
ესკიზის შექმნის შეცდომა: მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1011
ინგლ.რუს.ფრ.

ზვართნოცის საკათედრო ტაძარი

643-652 წლებში კათოლიკოს ნერსეს III-ის სურვილით აააგეს წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი ადგილას, სადაც გადმოცემის თანახმად მეფე თრდატ III და გრიგოლ განმანათლებელი შეხვდნენ ერთმანეთს. ტაძარი იყო სამსართულიანი მრგვალი ნაგებობა, მრავალწახნაგა ექსტერიერით. მისისიმაღლე იყო სავარაუდოდ 45 მეტრი. შემკობილი იყო ბარელიეფებით. ზვართნოცის ბარელიეფებში გამოყენებული მოტივები ფართოდ გავრცელდა სომხურ არქიტექტურაში VII საუკუნის მეორე ნახევრიდან.

930 წელს ტაძარი მიწისძვრამ გაანადგურა და დამარხული რჩებოდა XX საუკუნის დასაწყისში ხელახლა აღმოჩენამდე. 1900-1907 წლებში არემარეში მასიური არქეოლოგიური გათხრები მოეწყო, რის შედეგადაც გაწმინდეს კათედრალის ფუნდამენტი კათოლიკოსის სასახლესა და ღვინის მარანათან ერთად.

ფრესკებით მოხატული ეკლესიის ინტერიერი ბერძნული ჯვრის ფორმისაა სამი განშტოებით, ხოლო ექსტერიერი კი 32-გვერდიანი პოლიგონია, რომელიც შორიდან წრული ფორმის შთაბეჭდილებას ტოვებს. თანამედროვე მკვლევრები ეყრდნობიან ტოროს ტორამანიანის (რომელიც გათხრებზე მუშაობდა) მოსაზრებას, რომ შენობას სამი სართული უნდა ჰქონოდა.

ეჩმიაძინის ტაძრებთან ერთად ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 2000 წელს.

ზვართნოცის კათედრალი გამოსახული 100-დინარიან სომხურ ბანკნოტზე, ხოლო ტაძრის მუზეუმის მაკეტის ნახვა შესაძლებელია ერევნის მუზეუმში.

იხილეთ აგრეთვე

რუსურსები ინტერნეტში