თადეოზ სტეფანწმინდელი
თადეოზ სტეფანწმინდელი, თათე მამებელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 21 აგვისტო (3 სექტემბერი)). დააარსა სტეფანწმინდის მონასტერი. დასაფლავებულია იქვე.
ცხოვრება
ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთაში, ახლანდელი კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი[1], სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება.
ხსენების დღე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელის ხსენების დღეს 3 სექტემბერს [ძვ. სტ. 21 აგვისტო] აღნიშნავს[2].
ლიტერატურა
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 559.
- ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 153-154
სქოლიო
- ↑ ამჟამად ცნობილია თეთრახევის მამების ეკლესიის სახელით.
- ↑ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 23 დეკემბერი, 2005 წელი, თბილისი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted